ერევანში შეიარაღებული დაჯგუფების დაჭრილმა ლიდერმა შიმშილობა გამოაცხადა

სომხეთის დედაქალაქში შეიარაღებული დაჯგუფება “სასნა ცრერის” ლიდერმა, პაველ მანუკიანმა, რომელიც გუშინ, პოლიციელებთან სროლისას დაიჭრა, შიმშილობა გამოაცხადა – სომხური მედია წერს.
მანუკიანმა შიმშილობა გამოაცხადა სამედიცინო ცენტრში, სადაც ის გადაიყვანეს. მისი ადვოკატის, ინესა პეტროსიანის თქმით, შეიარაღებული დაჯგუფების ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეფასებულია, როგორც სტაბილურად მძიმე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაჯგუფებასა და პოლიციელებს შორის სროლისას, მანუკიანი, მისი შვილი და ორი პოლიციელი დაიჭრნენ – ყველა მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაჯგუფების ორი წევრი კი პოლიციას ჩაბარდა.

გუშინვე, დილით, შეიარაღებული დაჯგუფების წევრებმა მათთან მისული სასწრაფო დახმარების ბრიგადა მძევლად აიყვანა.

შეგახსენებთ, რომ შეიარაღებული პირები, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ პოლიციის შენობა შტურმით აიღეს, ოპოზიციური დაჯგუფება “ახალი სომხეთის” ლიდერის ციხიდან განთავისუფლებას ითხოვდნენ.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე: პაპუაშვილს აქვს შესაძლებლობა, დაუმტკიცოს საზოგადოებას, რომ ის ნამდვილად მიუკერძოებელია
შემდეგი სტატია(video) რომის პაპი პოლონეთში მესის დროს დაეცა