ერევანში საპროტესტო აქციები გრძელდება (ფოტო)

სომეხმა ოპოზიციონერემა 16 აპრილს მასობრივი აქციები დაიწყევს ერევანში – ისინი პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარქსიანის კანდიდატურის დასახელებას აპროტესტებენ. დემონსტრანტებმა საავტომობილო გზები გადაკეტეს. აქციის მონაწილეები გზებზე წვებიან და მანქანებს არ უშვებენ.
საპროტესტო აქციები რამდენიმე დღის წინ დაიწყო. 14 აპრილს მმართველმა რესპუბლიკურმა პარტიამ პრემიერის პოსტზე სერჟ სარქსიანი წარადგინა. ხვალ პარლამენტი ახალ პრემიერს აირჩევს. საკონსტიტუციო რეფორმების შემდეგ სომხეთი საპრეზიდენტოდან საპარლამენტო მმართველობაზე გადავიდა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ძალაუფლება უშუალოდ პრემიერ-მინისტრის ხელში იქნება – “დოიჩე ველე” წერს და საპროტესტო აქციიდან ფოტოებს ავრცელებს.

banner
წინა სტატიაში„პრეზიდენტის შეწყალება ამ შემთხვევაში გაუმართლებელი იყო“ – მეზვრიშვილი
შემდეგი სტატიაზარდიაშვილი : ჩემი მეუღლე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იმ დროიდან მუშაობს, როდესაც აზრადაც არ მქონდა, რომ პოლიტიკაში მოვხვდებოდი