ერევანში პროტესტანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება დაიწყო

სომეხმა სამართალდამცველებმა ხალხს პარლამენტისკენ გზა გადაუკეტეს, რომლის შემდეგადაც პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკება დაიწყო.
პარტია “სამოქალაქო მოვალეობის” ხელმძღვანელმა ნიკოლ პაშინიანმა პოლიციელებს გატარება სთხოვა, უარის შემდეგ დაიწყო შელაპარაკება, შემდეგ შეტაკება.

სომეხმა ოპოზიციონერემა 16 აპრილს მასობრივი აქციები დაიწყევს ერევანში – ისინი პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარქსიანის კანდიდატურის დასახელებას აპროტესტებენ. დემონსტრანტებმა საავტომობილო გზები გადაკეტეს. აქციის მონაწილეები გზებზე წვებიან და მანქანებს არ უშვებენ.
საპროტესტო აქციები რამდენიმე დღის წინ დაიწყო. 14 აპრილს მმართველმა რესპუბლიკურმა პარტიამ პრემიერის პოსტზე სერჟ სარგსიანი წარადგინა. ხვალ პარლამენტი ახალ პრემიერს აირჩევს. საკონსტიტუციო რეფორმების შემდეგ სომხეთი საპრეზიდენტოდან საპარლამენტო მმართველობაზე გადავიდა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ძალაუფლება უშუალოდ პრემიერ-მინისტრის ხელში იქნება.

banner
წინა სტატიაშითამარ გამრეკელაშვილი: მარი კიბიდან დააგორა და ბავშვი დაეღუპა
შემდეგი სტატიათამარ ჩუგოშვილი – პრეზიდენტი შეწყალებას ახლა თუ შეაჩერებს, კონკრეტულ ადამიანს სიცოცხლეს ვერ დაუბრუნებს