ერდორანმა თქვა, რომ ის ევროპული ქვეყნების ფაშისტურით მოხსენიებას გააგრძელებს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა პირობა დადო, რომ ის ევროპულ ქვეყნებს “ნაცისტებისა და ფაშისტების ნარჩენების” დაძახებას გაუგრძელებს, თუკი ისინი “თურქეთთან მიმართებაში არსებულ დამოკიდებულებას არ შეცვლიან” – ამის შესახებ Reuters-მა გაავრცელა. “ისინი ჩემს მინისტრებს სიტყვით გამოსვლის საშუალებას არ აძლევენ. როგორც კი 16 აპრილს რეფერენდუმი დასრულდება, ჩვენ ყველაფერს საკუთარ სახელს მივცემთ” – თქვა ერდორანმა ქალაქ ზონგულდაკში სიტყვით გამოსვლისას.
21 მარტს ერდოღანმა გააცხადა, რომ რეფერენდუმის შემდეგ, ქვეყანა, სავარაუდოდ, ევროპასთან ურთიერთობის სტრატეგიას გადახედავს.

banner
წინა სტატიაში(VIDEO) გელა ხვედელიძეზე თავდასხმის პირველი ვიდეოკადრები
შემდეგი სტატია(Video) გელა ხვედელიძის თავდამსხმელები, სავარაუდოდ, მოჭიდავეები იყვნენ – ამის შესახებ ელისო კილაძეს თავად ხვედელიძემ განუცხადა