ერდორანმა რუსეთის ელჩის მკვლელს გიულენის მომხრე უწოდა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდორანმა ეჭვი გამოთქვა იმის შესახებ, რომ ანკარაში რუსეთის ელჩის მკვლელი აშშ-ში მცხოვრები ფეხტულახ გიულენის მომხრეა.
“აზრი არა აქვს იმის დამალვას, რომ მკვლელი გიულენის ქსელის ნაწილია. ყველაფერი ამაზე მიუთითებს” – თქვა ერდორანმა და დაამატა, რომ წინასწარი მონაცემებით, მკვლელს უცხოეთშიც ჰქონდა კავშირები, თუმცა, პრეზიდენტს ის არ დაუკონკრეტებია.
დღეს მედიამ გაავრცელა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლომა “დეიშ ალ-ფახტმა” აიღო, რომელიც ბევრ ქვეყანაში აკრძალულია, როგორც ექსტრემისტული გაერთიანება, თუმცა, მოგვიანებით ორგანიზაციამ უარყო მომხდართან რაიმე სახის კავშირი და განაცხადა, რომ მათ მკვლელობის შესახებ მედიიდან გაიგეს.
თვითონ გიულენი, რომელიც 15 ივლისის სამხედრო გადატრაილების მცდელობაში ოფიციალური თურქეთის მთავარი ეჭვმიტანილია, ყველანაირ ბრალდებას უარყოფს და მომხდარს გმობს – წერს “ბიბისი”.

banner
წინა სტატიაშითავდასხმა ბერლინში: ანის ამრიზე ინფორმაციისთვის 100 ათასი ევროა დაწესებული
შემდეგი სტატიაგოგონა, რომელიც ალეპოდან “ტვიტერ”-ზე წერდა, ერდორანს შეხვდა