ერდორანმა ევროკავშირს 3 მილიარდი ვალი შეახსენა

ერდოღანმა გაანთავისუფლა უმაღლესი სასწავლებლების ყველა დეკანი

კახაბერ ადამია: ,,ერდოღანს რაც არკლავს, ყველაფერი აძლიერებს,,თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ერდორანმა ევროკავშირს სამი მილიარდი ვალის შესახებ შეახსენა – ამის შესახებ მან გერმანულ არხ ARD-თან ინტერვიუში ისაუბრა.
თურქეთის ლიდერმა თქვა, რომ ევროკავშირს დღემდე არ მიუცია ანკარასთვის სრული სამი მილიარდი, რომლიც მიგრანტების მოსაწყობად არის გამოყოფილი.
მან ასევე თქვა, რომ თურქეთმა სამი მილიონი ლტოლვილი მიიღო, რომელზეც 12 მილიარდი ევრო დახარჯა. “ჩვენ ჩვენს დაპირებას ვასრულებთ. ევროპელები?” – დაამატა თურქეთის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ საუბარია 18 მარტს ანკარასა და ევროკავშირს შორის დადებულ ხელშეკრულებაზე, რომლის თანახმადაც, თურქეთიდან ევროკავშირში გადასულ ლტოლვილებს, ევროკავშირი უკან, თურქეთში დააბრუნებს.

აღნიშნულ ხელშეკრულებას საერთაშორისო ორგანიზაცია “ექიმები საზღვრებს მიღმა” “სამარცხვინო” უწოდა და პროტესტსი ნიშნად გაეროსთან ყველა კონტრაქტი ჩაშალა.

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია „ოცნებას“ აფრთხილებს, გუბერნატორ შონიას შანტაჟსა და პროვოკაციებს არ წამოეგოს
შემდეგი სტატიამიხეილ გიორგაძემ ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელსა და დირექტორს თანამდებობის დატოვება შესთავაზა