ერდორანის თქმით, თურქეთი ევროპის გარეშე გზას ირჩევს

ერდოღანმა რუსეთთან ერთად ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაზე უარი განაცხადა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ერდორანმა განაცხადა, რომ დასავლეთს მისი ქვეყნისთვის არაფერი გაუკეთებია და რომ ანკარა ცხოვრების ახალ გზას ირჩევს – სააგენტო “ანადოლუ” ავრცელებს.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თურქეთი უკანასკნელი 53 წლის მანძილზე “ევროკავშირის კარებთან იდგა” და ქვეყანას არ სურს მეტი დრო დახარჯოს ცდაში.
მან განაცხადა, რომ ანკარა დამოუკიდებლად გადაჭრის მის წინაშე არსებულ პრობლემებს.
“გაწეული ძალსიხმევისა და ახლანდელი სტუდენტების დახმარებით, რომლებსაც ჩვენი მასწავლებლები ასწავლიან, ჩვენ ყველა დაბრკოლებას გადავლახავთ. ამაში დარწმუნებული იყავით” – თქვა ერდორანმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ევროპიდან წასვლა უკანასკნელი სამი წლის მანძილზე პერნამემტულად მიმდინარეობდა და სახელმწიფოსთვის უკვე მნიშვნელობა არა აქვს, თურქეთის გადაწყვეტილებაზე ევროკავშირს რა რეაქცია ექნება. პრეზიდენტის თქმით, მთავარია – თურქი ხალხის წარმატება და ქვეყნის განვითარება – “ანადოლუ” წერს.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე ჯეჯელავა: მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან ჩამოშორების ნებისმიერ ნაბიჯს მივესალმები
შემდეგი სტატია“მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორობიდან გადადგომას დღეს არ ველოდი, თუმცა საქმე აქეთკენ მიდიოდა”