ერდორანი: რუსულ-თურქული პროექტების შეჩერების აუცილებლობას ვერ ვხედავ

24 ნოემბერს თურქეთის სამხედრო ძალების მიერ რუსული ავიაგამანადგურებლის სუ-24-ის ჩამოგდების შემდეგ, მოსკოვსა და ანკარას შორის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა. რუსეთი სირიაში C-400 სისტემის ზენიტური რაკეტის გადატყორცნას აპირებს.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიიპ ერდოღანმა დღეს თქვა, რომ პოლიტიკოსებისთვის “ემოციური” გადაწყვეტილებები არ არის ღირსეული, რაც თავის მხრივ რუსეთთან ერთობლივი პროექტების შეჩერებას გამოიწვევს. მისი თქმით, თვითმფრინავი “ავტომატურად” იქნა ჩამოგდებული შესაბამისი ინსტრუქციის მიხედვით, რომლითაც თურქი სამხედროები ხელმძღვანელობენ.

დღეს რუსეთის ფედერაციაში მინისტრთა კაბინეტის სხდომა გაიმართა, სადაც ქვეყნის პრემიერმა დიმიტრი მედვედევმა მინისტრებს დაავალა ორი დღის მანძილზე შეიმუშაონ სანქციების პროექტი, რომელსაც თურქეთს დაუწესებენ.

რუსული სუ-24-ის ჩამოგდებას პუტინმა “ზურგში ჩარტყმა” უწოდა.

banner
წინა სტატიაშიისლამურმა სახელმწიფომ უკრაინა მტრად გამოაცხადა
შემდეგი სტატიასაუდის არაბეთმა სირიის სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობა არ გამორიცხა