ერდოღანზე ლექსის ავტორს გერმანიის პოლიციამ დაცვა გამოუყო

ერდოღანზე ლექსის ავტორს გერმანიის პოლიციამ დაცვა გამოუყო

1გერმანელ კომიკს, იან ბიომერმანს, რომელმაც ეთერში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ერდორანზე არაკორექტული ლექსი წაიკითხა, პოლიციამ დაცვა გამოუყო.
როგორც გერმანიის პოლიციაში განაცხადეს, კომიკოსის სახლთანაც მუდმივი პატრულირება მიმდინარეობს: შესასვლელთან პოლიცია მორიგეობს.
ადრე ერდოღანმა ბიომერმანზე გერმანიის სამართალდამცავ ორგანოებში საჩივარი შეიტანა, სადაც შეურაცხყოფისათვის კომიკოსის დასჯას ითხოვდა.
გერმანიის პროკურატურამ საქმის შესწავლა უკვე დაიწყო. ისინი შედეგებს რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებენ.
კომიკოსმა სკანდალური ლექსი 31 მარტს წაიკითხა. წაკითხვამდე მან მაყურებელს აუხსნა, რომ სატირული ნაწარმოების შექმას თავისი სტანდარტები აქვს და მკითხველს მაგალითი აჩვენა “როგორ არ უნდა გაკეთდეს არავითარ შემთხვევაში”.

ინციდენტმა გერმანიაში სიტყვის თავისუფლებისა და მის საზღვრებზე კამათი გამოიწვია. პროტესტი გამოიწვია ასევე თურქეთის ხელისუფლებაში. ანგელა მერკელმა თურქეთის პრემიერთან საუბარში აღნიშნა, რომ ლექსი ნამდვილად იყო დაუშვებელი და შეურაცხმყოფელი.
შემთხვევიდან რამდენიმე ხანში კომიკოსს მუქარის წერილები გაუგზავნეს.

banner
წინა სტატიაშისერგო რატიანი განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო სასამართლოს კანონის ცვლილებით უმრავლესობა მის პოლიტიკურ დაქვემდებარებას ცდილობს