ერდოღანის ოპოზიციას სტამბოლი ახალი ჰიმნით და ასი ათასამდე მოქალაქით დახვდება (ვიდეო)

ანკარაში 15 ივნისს, თურქეთის ხელისუფლების მთავარი ოპოზიციური ,,სახალხო რესპუბლიკური პარტიის,, მიერ სამართლიანობის მოთხოვნით დაწყებული საპროტესტო მსვლელობა, 25-ე დღეს, 9 ივლისს სტამბულის შუაგულში იქნება, სადაც ქემალ ათათურქის პარტიას ქვეყნის უდიდესი ქალაქის ასი ათასამდე მოქალაქე შეუერთდება.
როგორც ოპოზიციური პარტიის ლიდერი ქემალ ქილიჩდაროღლუ აცხადებს, სტამბოლში დიდი მიტინგის დაწყებამდე, ის იმ ციხემდე მისვლას აპირებს, სადაც ერდოღანის ხელისუფლების მიერ დაპატიმრებული მოქალაქეები ზიან. ,,მე მარტო ვაპირებ მიტინგის მოედნიდან ციხემდე 3 კილომეტრიანი გზის გავლას და უკან ისევ მიტინგისკენ დაბრუნებას,,  განაცხადა ქილიჩდაროღლუმ, რომელმაც ასევე მოუწოდა საპროტესტო აქციის მონაწილეებს, რომ თან იქონიონ მხოლოდ სამი ატრიბუტი: თურქეთის დროშა, ქემალ ათათურქის პორტრეტი და პლაკატი წარწერით ,,adalet,, (სამართლიანობა).
ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერმა მუსიკოსებმა პარტიას ახალი საბრძოლო ჰიმნი ,სამართლიანობის მარში,, დაუწერეს, რომლის თანხლებითაც ანკარიდან წამოსული მსვლელობა სტამბოლში შევა.
ვიდეო:

 

https://youtu.be/-vR1JJd8Tg8

 

banner
წინა სტატიაშიხელისუფლება ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს ვერ აღიქვამს
შემდეგი სტატიაცხინვალი აცხადებს რომ საზღვარზე ბანერი 20 დღის უკან დააყენეს და ეს ეუთომ იცოდა