ერდოღანმა ვადამდელი არჩევნები დანიშნა

თურქული მედიის ცნობით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიპ ერდოღანმა საპრეზიდენტო და საპარლამენტო ვადამდელი არჩევნები დანიშნა.
გავრცელებული ინფორმაციით, ვადამდელი არჩევნების თარიღად მიმდინარე წლის 24 ივნისი დაასახელდა.
ერდოღანმა ვადამდელი არჩევნების დასახელებამდე ოპოზიციური პარტიიდან „ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის“ (MHP) ლიდერს დევლეთ ბაჰჩელის შეხვდა.
„თურქეთი16 აპრილის ჩატარებული რეფერენდუმის მიუხედავად, წინა სისტემით იმართება, რაც გარკვეულ პრობლემებს ქმნის. ჩვენი სურვილი იყო, რომ არჩევნები დათქმულ დროს ჩაგვეტარებინა, მაგრამ სირიაში და ერაყში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პოლიტიკური გაურკვევლობიდან გამოსვლის მიზნით ვადამდელ არჩევნებზე წავსულიყავით”- განაცხადა ერდოღანმა.

banner
წინა სტატიაშივახტანგ გომელაური – დუისში სპეცოპერაციის დროს ჩემი არც ერთი მოადგილე არ იმყოფებოდა
შემდეგი სტატია75 ხმით არცერთის წინააღმდეგ პარლამენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ე.წ. „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ საკანონმდებლო ცვლილება დაამტკიცა