ერდოღანმა სირიაში აშშ-ს პარტნიორების დაბომბვა დაიწყო (ვიდეო)

 

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი, სირიაში ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლ  აშშ-ს პარტნიორებს, ჩანასახშივე განადგურებით დაემუქრა და პარალელურად დასავლელი პარტნიორებიც გააფრთხილა, რომ თურქეთის მიერ მათი განადგურების პროცესში  არ ჩაერიონ.

15 იანვარს, ანკარაში სიტყვით გამოსვლის დროს, ერდოღანმა აშშ-ს მხრიდან სირიის ჩრდილოეთით ჩამოსაყალიბებელი 30 ათას კაციანი საზღვრის დაცვის დანაყოფის შექმნაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ,,სანამ აშშ-ს მიერ ჩამოსაყალიბებელი ტერორისტული არმია დაკომპლექტდება, მას, მანამდე გაანადგურებენ,,

ერდოღანი აცხადებს, რომ სირიაში აშშ-ს ერთგული მოკავშირე და ,,ისლამური სახელმწიფოს,, პარალელურად ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი ქურთული ,,სირიის თავდაცვის ძალები,, (SDF/PYD) –  თურქეთის ტერიტორიაზე მოქმედი ,,ქურთების მუშათა პარტიის,, (PKK) ერთ-ერთი ფრთაა და ტერორისტული დაჯგუფებაა… და რომ ეს ორგანიზაცია თურქეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ამიტომ ამ ორგანიზაციის წინააღმდეგ, მათივე  კონტროლქვეშ მყოფ აფრინის და მუმბიჩის რეგიონებში, თურქეთის ჯარი ოპერაციებს უეცრად დაიწყებს.

„აშშ-ს მხარდაჭერით PKK და SDF (PYD) ჩვენ გვემუქრება, რითაც თავიანთ ნაჭუჭში ჩვენი  ჩატენვა სურთ. ყველამ ერთად მოდით, ყველას შესაბამის პასუხს გაგცემთ. ჰაუბიცებით ვბომბავთ და ასე გავაგრძელებთ მათ განადგურებამდე. რაც არ უნდა გააკეთონ დასახულ მიზნებს ვერ დაგვაშორებენ. აშშ! შენს მიერ შექმნილი 30 ათას კაციანი ჯარი, შენი საჭიროებებს ვერ დააკმაყოფილებს და ამით სტრატეგიული პარტნიორის წინაშეც შერცხვები. ჩვენ ყველა ჩვენ მოკავშირეს ვაფრთხილებთ, ტერორისტებსა და ჩვენს შორის ნუ ჩადგებით, რადგან, არასასიამოვნო შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას და მისი პასუხისმგებელი ჩვენ არ ვიქნებით. აშშ-ს მოვუწოდებთ სიტყვიერ თამაშს თავი დაანებოს და ნამდვილი მიზანი გააჟღეროს. აშშ ამ ქმედებით ტერორის არმიის შექმნას ცდილობს. ჩვენ კი ვალდებული ვართ, რომ ეს ტერორის არმია დაკომპლექტებამდე გავანადგუროთ,“ განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, აფრინს და მემბიჩს ქურთების არმიისაგან  მოკლე დროში გაწმენდენ.

პრეზიდენტ ერდოღანის გამოსვლიდან მოკლე დროში, თურქულმა მედიამ გაავრცელა კადრები, სადაც აღბეჭდილია თუ როგორ ახდენს თურქული არმია სირიის საზღვართან მძიმე ტექნიკის მობილიზაციას და როგორ ახდენს მოსაზღვრე სირიაში აფრინის პროვინციის დაბომბვას.

 

https://youtu.be/wKrn4Fxc6YU

 

banner
წინა სტატიაშიშოთა შალელაშვილი: 2017 წელი საქართველოს ეკონომიკისთვის გამოცოცხლების წელი იყო
შემდეგი სტატიასომხეთ-საქართველოს საზღვარზე ახალ ხიდს ირანელები ააგებენ