ერდოღანმა ,,რიზე-ბათუმთან,, დაკავშირებით პირველი განმარტება გააკეთა

14805587_662619850564872_714112803_nთურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა, თუქრეთის ქალაქ ბურსაში გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, წინა დღეეში ბათუმსა და თურქეთის საზღვრებს გარეთ არსებულ ქალაქებზე გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით პირველი  განმარტება გააკეთა.
ერდოღანმა თავის ვრცელ სიტყვაში, რომელიც თურქეთის ისტორიას, დღევანდელ დღესა და მომავალს ეხებოდა, კიდევრ ერთხელ ახსენა თურქული და არათურქული ქალაქები, რომელთა მიმართ მის მიერ ადრე გაკეთებული განცხადებები, როგორც საქართველოში ასევე სხვა ქვეყნებსა და თავად თურქეთშიც არაერთგვაროვნად გაიგეს…
,,როდესაც ჩვენ ვამბობთ სირიაზე, ერაყზე, ყირიმზე, დასავლეთ თრაკიაზე, ბოსნიაზე… ზოგიერთები ციდან ჩამოვარდნილებივით გვიყურებენ. უფრო მამაცები კი იმას კითხულობენ თურქეთსა და ერაყს შორის, თურქეთსა და ბოსნიას შორის რა კავშირები შეიძლება იყოს… ? ეს მაშინ, როდესაც ეს გეოგრაფია ჩვენი სულის ნაწილია. ანტეპზე და ალეპოზე, რიზეზე და ბათუმზე, ედირნეზე და გიუმულჯინეზე, ბურსაზე და უსკუპიზე შესაძლებელია განსხვავებულად იფიქრო? ამ ქალაქების ნაწილი, ფიზიკურად სხვა ქვეყნის საზღვრებს შიგნითაა… მაგრამ ჩვენი გულის საზღვრები იმდენად ფართოა, რომ მათაც დაიტევს. გულში სივიწროვესაც რომ ვგრძნობდეთ, ჩვენ ყველა ქვეყნის ფიზიკურ საზღვრებს პატივს ვცემთ. არც ერთი ქვეყნის სუვერენულ უფლებებთან პატარა პრობლემაც კი არ გვაქვს. ჩვენი სადარდებელი იქ მცხოვრები ჩვენი დები და ძმები და ჩვენი წინაპრების რელიქვიებია. მოცემული გეოგრაფიული ტერიტორიის ყველა კუთხეში, ჩვენი წინაპრების ნაკვალევი, დაღვრილი ოფლი თუ სისხლია. მსოფლიოს 30 ქვეყანაში ჩვენი დაღუპული გმირების საფლავებია… და ისინი ჩვენგან გათიშული შეიძლება იყვნენ?
ჩვენი კულტურა ის არის, რომ რაც არ უნდა დიდი პრობლემა გვქონდეს გადატანილი, ღირსეული პოზიციის დემონსტრირება მოვახდინოთ,, განაცხადა პრეზიდენტმა ერდორანმა.
აღსანიშნავია, რომ თურქეთის ქალაქი ბურსა, სადაც პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნული განცხადება გააკეთა, თურქეთის ყველაზე ქართულ ქალაქად ითვლება და იქ 600.000-მდე ეთნიკური ქართველი ცხოვრობს.

banner
წინა სტატიაშიირინა სარიშვილი:ჩვენს წინ და უკან საქართველოა! ფრთხილად!
შემდეგი სტატიასააკაშვილი: სანდრამ მიიღო გადაწყვეტილება, ჩემი ჩარევის გარეშე