ერდოღანმა ფრანგ პოლიტილოგს სასამართლოში უჩივლა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ფრანგ პოლიტილოგს ფილიპ მორო დეფარჟს სასამართლოში უჩივლა, რომელიც თურქეთის პრეზიდენტზე თავდასხმას საკითხს საჯაროდ განიხილავდა – Anadolu ავრცელებს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ თურქეთის მეთაურის ადვოკატი საქმის აღძვრას “პრეზიდენტზე თავდასხმაში წაქეზების” მუხლით ითხოვს.
სააგენტოს ინფორმაციით, სარჩელის მიზეზი გახდა სიტყვები, რომელიც დეფარჟმა ფრანგულ ტელეარხ BFM Business-ში თქვა. რეფერენდუმის შედეგების განხილვისას მან, კერძოდ განაცხადა, რომ “პლებისციტის შედეგების გადახედვის კანონიერი გზები ამოწურულია… რჩება ან სამოქალაქო ომი ან ერდორანის მოკვლა”.

თურქეთში რეფერენდუმი, რომლის საფუძველზეც პრეზიდენტს უფლებამოსილებები გაუფართოვდება, 16 აპრილს ჩატარდა.

banner
წინა სტატიაშიეს არის პირდაპირი წინაპირობა რევოლუციური განვითარების
შემდეგი სტატიაკიევში “კანონიერი ქურდი” გელა თბილისელი დააკავეს