ერდოღანმა ანკარის, სტამბულისა და ბურსას მერები აიძულა გადამდგარიყვნენ

,,არა იმიტომ, რომ წარუმატებელი ვიყავი… არა იმიტომ რომ დავიღალე… არც სხვა რამ საფრთხის გამო… მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ლიდერის, რომელიც მჯერა რომ თურქეთს ლიდერ ქვეყნად აქცევს, მოთხოვნას ვემორჩილები. მის ბრძანებას ვემორჩილები. მერის პოსტზე 23 წლიანი, უწყვეტი სამსახურის შემდეგ ჩემი ნებით ვტოვებ პოსტს,, განაცხადა თურქეთის დედაქალაქ ანკარას მერმა მელიჰ გიოკჩეკმა პოსტიდან გადადგომისას გაკეთებულ პრესკონფერენციაზე.


ანკარის მერმა, გადადგომის შესახებ განცხადება წყევლით დაასრულა იმ ხალხის მიმართ, ვინც მასსა და პრეზიდენტ ერდოღანს შორი შუღლის ჩამოგდებას ცდილობდა… ,,წყეულიმც იყვნენ ისინი,, განაცხადა გიოკჩეკმა.
თურქული მედიის ცნობით, დეედაქალაქ ანკარას, სტამბულის, ბურსას და კიდევ რამდენიმე ქალაქის მერს, რომელიც მმართველი პარტიის წევრები არიან, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა გადადგომა მოსთხოვა. რაც ამ დრომდე ანკარის გარდა და ბურსას და სტამბულის მერებმა რეჯეფ ალტეფემ და კადირ თოფთაშმა დააკმაყოფილეს.
თურქეთის ისტორიაში პირველად ხდება, რომ დიდი ქალაქის მერები არჩევნების გარეშე, პრეზიდენტის მოთხოვნით ვადამდე ტოვებენ პოტებს.

banner
წინა სტატიაშიოსი ხალხის ე.წ. ყრილობა სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთს შორის საბაჟო პუნქტის გაუქმებას მოითხოვს
შემდეგი სტატიაუკრაინის  ქალაქ ჩერნომორსკში საქართველოს მოქალაქე დააკავეს