ერდოღანმა ამერიკელი გენერალი პუტჩისტების მხარდაჭერაში დაადანაშაულა

კახაბერ ადამია: ,,ერდოღანს რაც არკლავს, ყველაფერი აძლიერებს,,

ერდოღანმა გაანთავისუფლა უმაღლესი სასწავლებლების ყველა დეკანითურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ერდოღანმა, აშშ-ს შეიარაღებული ძალების გენერალი, ჯოზეფ ვოტელი გააკრიტიკა მის მიერ გამოთქმული მოსაზრების გამო, რომელიც თურქეთში გადატრიალების მცდელობის შემდეგ სამხედრო მოსამსახურეების მასობრივ დაკავებებს ეხებოდა -წერს The Hürriyet Daily News-ი.
“ამერიკელი გენერალი პუტჩისტებს უჭერს მხარს. მსგავსი განცხადებით, მან თავი გაიყიდა… და ეს თქვენი საქმეა? თქვენ, საერთოდ, ვინ ხართ? იმის ნაცვლად, რომ მადლობა გადაუხადოთ სახელმწიფოს გადატრიალების აღკვეთის გამო, თქვენ შეთქმულებს იცავთ. მთავარი ამბოხებული თქვენს ქვეყანაშია” – განაცხადა ერდოღანმა.

ვოტელმა გუშინ, კოლორადოში უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ კონფერენციაზე გამოსვლისას შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ ბევრი თურქი სამხედრო იქნა დაკავებული თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის აღკვეთის შემდეგ.

banner
წინა სტატიაში(ვიდეო) ერევანში პოლიციელებმა შეტევა დაიწყეს
შემდეგი სტატიააშშ-ს მთავრობამ თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ერდორანის სიტყვები უარყო