ახალი კონსტიტუცია უახლოეს მომავალში უნდა გამოჩნდეს – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ერდორანმა, პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე გამოსვლისას.
“უმოკლეს ვადებში უნდა მივიღოთ ახალი კონსტიტუცია. მინიმუმ, აუცილებელია მასშტაბური შესწორებები შევიტანოთ ძირითად კანონში” – პრეზიდენტს თურქული პრესა ციტირებს. კონსტიტუციის შესწორებებზე მუშაობა 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, მმართველმა პარტიამ დაიწყო. .
ახალ კონსტიტუციაში, შესაძლებელია ქვეყანაში სიკვდილით დასჯა დაუშვან.
სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მისი სურვილია რუსეთთან მაქსიმალურად მჭიდრო ურთიერთობების დამყარება.