ერდოღანის ქალიშვილი დასავლეთს აკრიტიკებს

14445515_646567095503481_2083244476_n,,თურქეთში მომხდარზე (იგულისხმება 15 ივლისის გადატრიალების მცდელობა რედ.) დასავლეთის რეაქცია, რეაქციის უქონლობა იყო,, განაცხადა ანკარაში 15 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებულ ერთ-ერთ ფორუმზე თურქეთის პრეზიდენტის 31 წლის ქალიშვილმა სამუიე ერდოღანმა.
თურქული არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ქალები და დემოკრატია,,-ს ვიცეპრეზიდენტმა სამუიე ერდოღანმა, დასავლეთი ორმაგ სტანდარტებში და თურქეთში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას ,,ქვეყნის ნამდვილ მეგობრებზე,, ზეწოლაში დაადანაშაულა.
,,ახლა 15 ივლისის მოვლენების შეფასების დროა… ჩვენი მედია, ამ რთულ პერიოდში ხალხის გვერდზე დადგა და იგივე დამოკიდებულება გამოავლინა მომხდარის მიმართ, რაც ხალხმა,, განაცხადა პრეზიდენტის ქალიშვილმა, რომელმაც დასავლური მედიაც გააკრიტიკა.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე: “ეს არის ზეწოლა საზოგადოებაზე და ბიზნესის დამცირება”
შემდეგი სტატიალუგანსკელი სეპარატისტების ყოფილმა ლიდერმა თავი მოიკლა