ერდოღანი: თურქეთის საზღვრებზე ბეტონის კედლები აღიმართება

,,რომ არა საზღვარგარეთიდან დახმარება, ორივე ტერორისტულ ორგანიზაციას, როგორც გიულენისას ასევე ქურთების მუშათა პარტიას ამ წლის ბოლოსთვისვის ბოლოს მოვუღებდით. რა თქმა უნდა ტერორისტებისათვის დახმარება უსასრულოდ ვერ განხორციელდება,, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა 2 ივნისს თურქულ მედიასთან.
სირიის საკითხის კომენტირებისას, თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საზღვრის 651 კილომეტრიან პერიმეტრზე უკვე ბეტონის კედელი აგებულია რაც ტერორისტების გადასვლას და იარაღის გადატანას სერიოზულად აფერხებს. ერდოღანისვე განცხადებით, ანალოგიური კედელი ერაყის საზღვრის მთელს პერიმეტრზე და ირანის საზღვრის გარკვეულ მონაკვეთზე აიგება.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი აფგან მუხთარლის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაროგოზინი NATO-სთვის ჯადოს მოხსნით იმუქრება