ერდოღანი, თურქეთის ისტორიაში უდიდეს საავადმყოფოს გახსნის

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 3, 2018 00:00

ერდოღანი, თურქეთის ისტორიაში უდიდეს საავადმყოფოს გახსნის

თურქეთი, 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს კონცეფციით, ერთდროულად 4500 პაციენტზე გათვლილ, ქვეყნის ისტორიაში უდიდეს საავადმყოფოს აშენებს.

ქალაქ კაისერიში, 500 მლიონი ევროს ინვესტიციას, თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრო კერძო სექტორთან პარტნიორობით ახორციელებს.

466 ათასი კვადრატული მეტრი ნაგებობის პროექტი, მრავალპროფილიან საავადმყოფოების უდიდეს კომპლექსთან ერთად, გამაჯანსაღებელ და პროფილაქტიკურ ბლოკებსაც მოიცავს, რითაც ჯანდაცვის უდიდესი ობიექტი, არა მხოლოდ ავადმყოფების განკურნებას, არამედ მოსახლეობის დაავადებებისაგან დაცვას შეუწყობს ხელს.

ნაგებობა  აღჭურვილი იქნება უნიკალური სამედიცინო აპარატურით, ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის სისტემებით, საავადმყოფოს პალატები კი -ცეცხლგამძლე ავეჯით, ცეცხლგამძლე ხის კარებითა და არაალებადი მატრასებით. ამასთანავე, ნაგებობის სახურავზე მოწყობილი იქნება სასწრაფო დახმარების ვერტმფრენების დასაჯდომი მოედნები.

აღნიშნულ საავადმყოფოს, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი, 5 მაისს, საზეიმო ვითარებაში გახსნის.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 3, 2018 00:00

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,625
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics