ერდოღანი: სირიასთან მოლაპარაკებებს აზრი არა აქვს, სანამ რუსეთი ავიადარტყმებს ახორციელებს

WikiLeaks-მა რუსულ გამანადგურებელზე თავდასხმისას ერდოღანის მოტივები გაიგო

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ სირიაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აზრი არა აქვს, სანამ რუსეთი ქვეყნის ტერიტორიაზე ავიადარტყმებს ახორციელებს.
“რუსეთი სირიაში ხალხის მოკვლას აგრძელებს. არის თუ არა შესაძლებელი ვისაუბროთ მშვიდობიან შეკრებაზე? არის თუ არა შესაძლებელი მშვიდობიანი მოლაპარაკებები?” – ერდოღანს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საიტი ციტირებს.
ახლახანს სირიის კრიზისში გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტაფდან დე მისტურამ სირიის საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში შესვენება გამოაცხადა და 25 თებერვლამდე გადადო. მონაწილეებს კი შესთავაზა “კიდევ დაამუშაონ საკითხი”.

თუმცა, ერდოღანის თქმით, მოლაპარაკების მონაწილეები თებერვალშიც ვერ მიიღებენ გადაწყვეტილებას და შეხვედრა, სავარაუდოდ, კიდევ გადაიწევს.

banner
წინა სტატიაშიპენტაგონი ჯარისკაცების სპერმის და კვერცხუჯრედის გაყინვას დაიწყებს
შემდეგი სტატიათურქი სტუდენტები რუსული უნივერსიტეტიდან გარიცხეს