ერდოღანი: კომუნისტებსა და მოღალატეებს სწავლის უფლებას არ მივცემთ 

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი, სამსუნში საკუთარი პარტიის კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას, შეეხო თურქეთის უნივერსიტეტებში სწავლისა და იდეოლოგიური აღზრდის პროცესს.

ერდოღანმა თავის სიტყვაში აღნიშნა, რომ თურქეთის უნივერსიტეტებში მოსწავლე ახალგაზრდობა აღფრთოვანებულია თურქული არმიის მოქმედებებით აფრინის რეგიონში. ამასთანავე, მან მაგალითად მოიყვანა სტამბულის ერთ-ერთი უნივერსიტეტი, სადაც მისი აზრით კომუნისტური იდეოლოგიის მატარებელმა  სტუდენტებმა ხელის შეშლა და სიტუაციის არევა დაუწყეს, აფრინში ჯარისკაცების დასახმარებლად მომართულ სტუდენტებს.

,,ეს ახალგაზრდები კომუნისტები, სამშობლოს მოღალატეები და ტერორისტები არიან. ჩვენ მათ ვაკვირდებით და ყველას გამოვავლენთ რათა უნივერსიტეტში სწავლის უფლებას არ მივცეთ. ჩვენს უნივერსიტეტებში ტერორისტები არ აღიზრდებიან.,, განაცხადა ერდოღანმა

banner
წინა სტატიაშიპუტინი არჩევნებში სისუფთავეს ითხოვს
შემდეგი სტატიამორიგი მასშტაბური ტერაქტის ავღანეთში