ერდოღანი ევროკავშირს მიგრანტებისთვის საზღვრების გახსნით ემუქრება

1თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ევროკავშირს მიგრანტებისთვის თურქეთის საზღვრების გახსნით ემუქრება მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტმა თურქეთ-ევროკავშირს შორის მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ რეზოლუცია მიიღო.
“თუკი კიდევ ღრმად წახვალთ, საზღვრები გაიხსნება, იქონიეთ ეს მხედველობაში” – განაცხადა ერდორანმა ევროკავშირის ხელმძღვანელობისადმი მიმართვაში. მისი თქმით, ევროკავშირმა არ შეასრულა ის დაპირებები, რაც ლტოლვილთა პრობლემების გადაჭრას ეხებოდა. მან გაერთიანების ხელმძღვანელებს შეახსენა, რომ თურქეთში სამი მილიონი მიგრანტია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც თურქეთის ევროკავშირში გაერთიანების შეჩერებას ეხება.

banner
წინა სტატიაში(video) უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის დაკითხვა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაკვირიკაშვილს კითხვით მიმართა ელენე ხოშტარიამ