ერდოღანი ევროკავშირს: “ჩვენ ჩვენი გზით წავალთ, თქვენ – თქვენით”

ერდოღანი ევროკავშირს:

ეთურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა საკუთარი მოქალაქეებისათვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის სანაცვლოდ ანტიტერორისტულ კანონს არ მიიღებს.
“ჩვენ ჩვენი გზით წავალთ, თქვენ – თქვენით” – ერდორანმა ასე მიმართა ევროკავშირს.
ეს სიტყვები თურქეთის პრეზიდენტმა პრემიერის გადადგომიდან მეორე დღეს განაცხადა, რომელიც ევროკავშირთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა.

როგორც ამბობენ, პრემიერი პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდის წინააღმდეგი იყო, ამიტომ ის ერდორანის გეგმებს ხელს უშლიდა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთ-ევროკავშირის მოლაპარაკებების მიხედვით, იმისათვის, რომ თურქეთს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა ჰქონოდა, მას ქვეყანაში 72 კანონი უნდა მიეღო.

banner
წინა სტატიაშიდონბასის ქართველი ლეგიონერები გამოჩნდნენ (ვიდეო)
შემდეგი სტატიაკიმ ჩენ ინმა ფრენჩი ევროპული კოსტუმით შეცვალა