ერდოღანი აშშ-ს წინააღმდეგ სკანდალურ განცხადებას ავრცელებს

ნიუ იორკში დაწყებულ სასამართლო პროცესს, რომელზეც ამერიკული ემბარგოსათვის გვერდის ავლით ირანის ინტერესების სასარგებლო ფინანსური ოპერაციებისა და ქრთამის მიცემის ბრალდებით,  განსასჯელის სკამზე მჯდომი ირანული წარმოშობის თურქი ბიზნესმენი რეზა ზარაბი ზის, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი გამოეხმაურა.

ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთს, ირანისადმი დაწესებული ემბარგო არ დაურღვევია. ერდოღანმა დღეს, სამართლიანობის და განვითარების პარტიის (AKP) პარლამენტარებთან პარტიის ცენტრალურ ოფისში შეხვედრაზე განაცხადა, რომ თურქეთს, ირანისადმი დაწესებული ემბარგო არ დაურღვევია.

დახურულ შეხვედრაზე,  ირანის მიმართ დაწესებული ემბარგოს საკითხში თურქეთის მხრიდაან განხორციელებული ქმედებები  განიხილეს რასაც პრეზიდენტ ერდოღანის ოფიციალური განცხადება მოჰყვა…

„სასამართლომ რა განაჩენიც არ უნდა გამოიტანოს, თურქეთი თავის მოქმედებებში მართალია. ემბარგო არ დაგვირღვევია. ჩვენ, აშშ-სთვის ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი პირობა არ მიგვიცია. მსოფლიო მხოლოდ აშშ-ი არ არის. ჩვენ ირანთან ვაჭრობის და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა გვაკავშირებს“ აცხადბს ერდოღანი აშშ-ს მიერ გამართული სასამართლო პროსესის საპასუხოდ, რითაც ფაქტობრივად აღიარებს, რომ თურქეთი ირანს ემბარგოს პირობებში  დახმარებას უწევდა.

ამ საკითხთან დაკავშირებით, ერდოღანს მხარდაჭერა გამოუცხადა თურქეთში  ორმა უმნიშვნელო ,,საადეთისა,,  და ,,ვათან,,-ის პარტიამ, რომლებიც საპარლამენტო პარტიებში არ მოიაზრებიან. მათმა ლიდერებმა აღნიშნეს, რომ ეს საკითხი თურქეთის მთავრობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა.

აღსანიშნავია, რომ გუშინ აშშ-ში დაწყებულ სასამართლო პროცესზე, ბრალდებული რეზა ზარაბი, წაყენებულ ბრალდებათა უმეტესობას აღიარებს და აცხადებს, რომ მის მიერ ჩატარებულ დანაშაულებრივი სქემების დალაგებაში მას თურქეთის მთავრობის წევრებიც ეხმარებოდნენ, რისთვისაც მათ ქრთამს უხდიდა… ზარაბის განმარტებით, ერდოღანის მთავრობის მაღალჩინოსანთა შორის იყო იმდროინდელი ეკონომიკის მინისტრი ზაფერ ჩაღლაიანიც, რომელსაც მან 50 მილიონი დოლარი და 7 მილიონი ევრო, ქრთამის სახით გადაუხადა. ზემოხსენებულ მინისტრ ჩაღლაიანზეც, აშშ-ში უკვე საქმე აღძრულია. ზარაბის განცხადებით, ის პრეზიდენტ ერდოღანის მეუღლის, ემინე ერდორანის საქველმოქმედო ფონდსაც ეხმარებოდა ფინანსურად.

 

,,თაიმერის,, ანალიტიკური სამსახური

banner
წინა სტატიაშიუკრაინის იუსტიციის სამინისტროს ჯერ არ მიუღია მიხეილ სააკაშვილის საექსტრადიციო შემოწმების შედეგები
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი და მისი თანაგუნდელები კიევში იმპიჩმენტის მარშისთვის ემზადებიან