ერდოღანი ალიევთან და კვრიკაშვილთან ერთად ბაქო-თბილის-ყარსის სარკინიგზო ხაზის პირველი რეისს გახსნის

თურქეთის პრეზიდენტის პრესცენტრის წერილობითი განცხადებით, პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი, აზერბაიჯანში ოფიციალურ ვიზიტს განახორციელებს 30-31 ოქტომბერს. ბაქოში გაიმართება რეგიონული პროექტებიდან, ბაქო-თბილის-ყარსის სარკინიგზო ხაზის პირველი რეისის გახსნა და თურქეთი-აზერბაიჯანის უმაღლესი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს (YDSK) მე -6-ე შეკრება. ერდოღანი, პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და საქართველოს პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან შეუერთდება 30 ოქტომბერს, სარკინიგზო ხაზის გახსნის ცერემონიას.


სამშაბათს, 31 ოქტომბერს, ერდოღანის და ალიევის თავჯდომარეობით ჩატარდება თურქეთ-აზერბაიჯანს შორის უმაღლესი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს (YDSK) მე -6-ე შეკრება. შეხვედრებზე, შესაბამისი მინისტრების მონაწილეობით გაიმართება მოლაპარაკებები და ყველა ასპექტში განიხილება ორმხრივი ბიზნეს-კავშირის საკითხები. ორმხრივი შეხვედრების გარდა, დღის წესრიგში დგას მთიანი ყარაბაღის საკითხის ჩათვლით, რეგიონული და საერთაშორისო საკითხები. სხდომის კონტექსტში, ორ ქვეყანას შორის ხელი მოეწერება სხვადასხვა დოკუმენტს. ვიზიტი მნიშვნელოვანია აზერბაიჯან-თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25-ე წლისთავთან დაკავშირებითაც.

banner
წინა სტატიაშირისთვის შედგა შროდერისა და ერდოღანის საიდუმლო შეხვედრა თურქეთში?
შემდეგი სტატიაიემენში მასშტაბური ქოლერა მძვინვარებს