ერდოღანი ახალ ქურთისტანს აშკარად ემუქრება

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიპ ერდოღანმა, სტამბოლში საერთაშორისო ომბუდსმენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, ჩრდილოეთ ერაყის ქურთული რეგიონალური მმართველობის ტერიტორიაზე დამოუკიდებლობის რეფერენდუმი შეაფასა და აღნიშნა, რომ ამ რეფერენდუმს ოპორტუნიზმის სუნი ასდის.
„თუ ჩრდილოეთ ერაყის ქურთული რეგიონალური მმართველობის რეფერენდუმის გადაწყვეტილებას გადავხედავთ, დავინახავთ, რომ მას ოპორტუნიზმის სუნი ასდის. ეს რეფერენდუმი მიუღებელია. ჩვენ, მათ ყველაზე რთულ პერიოდშიც გვერდში ვედექით. რეგიონში მხოლოდ ერთი რომელიმე ხალხი არ ცხოვრობს, ამიტომ, რეფერენდუმი ნებისმიერი შედეგების მიუხედავად მიუღებელია“ აღნიშნა პრეზიდენტმა ერდოღანმა, რომელმაც სიტყვით გამოსვლისას, სილოპში მიმდინარე სამხედრო წვრთნებზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა: „ეს ნაბიჯები უმიზეზოდ არ გადადგმულა. იგივე სიტუაციაშია ირანიც. საზღვრზე ამჟამად მხოლოდ ერაყის მიმართულებით არის გადაადგილება შესაძლებელი. მიმდინარე კვირის ფარგლებში ჩვენს მიერ გადასადგმელ მომდევნო ნაბიჯებსაც გავაჟღერებთ. ამის შემდეგ ვნახოთ ჩრდილოეთ ერაყი ნავთობს საიდან გაატარებს-გაყიდის. კრანი ჩვენს ხელშია, ჩავკეტავთ და დასრულდება. ჩრდილოეთ ერაყის ლიდერ, მესუდ ბარზანის, რეგიონის კონტროლში ასაყვანად დიდი დრო დასჭირდება, მანამდის შეიძლება მრავალი პრობლემური და არასასიამოვნო მოვლენებიც მოხდეს.“
თურქეთის პრეზიდენტი თავისი გამოსვლის ბოლოს, სირიელი ქურთების მხრიდანაც სახელმწიფოს ჩამოყალიბების სურვილსაც შეეხო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათ ამის უფლებას არ მისცემს.

banner
წინა სტატიაშიმაწანწალა ძაღლებმა ათენში ინგლისელი პროფესორი მოკლეს
შემდეგი სტატიააშშ “ერთიანი ერაყის მომხრეა”