ერაყის ქურთისტანში სიტუაცია დაიძაბა და არჩევნები გადაიდო

ერაყის ქურთულ რეგიონში, რომელმაც 25 სექტემბრის რეფერენდუმის შედეგად დამოუკიდებლობა გამოაცხადა, 1 ნოემბერისათვის დაგეგმილი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები გადაიდო.


ქუღტული სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გადადება პარტიების მხრიდან საარჩევნო კომისიაში კანდიდატების არ დასახელების გამო მოხდა.
საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ჰენდრან მუჰამედმა ,,როიტერისთვის,, ტელეფონით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ კანდიდატების დასახელების თარიღი გასულ კვირას დაიწყო და დღემდე გაგრძელდა, თუმცა უშედეგოდ. ამიტომ რეგიონის პარლამენტს არჩევნების ახალი თარიღის დასახელებას სთხოვენ.
ერაყის ქურთულმა რეგიონალურმა მმართველობამ 25 სექტემბერს დამოუკიდებლობის რეფერენდუმი ჩაატარა, რაზეც საპასუხოდაც ბაღდადმა სამხედრო შენაერთები სადაო ქალაქ კირკუკისკენ დაძრა და 16 ოქტომბერს სრულიად დაიკავა ის.
ქურთისტანის ,,ფეშმერგეს,, ძალებმა კი მათ წინააღმდეგობა არ გაუწიეს, რამაც თავად ავტონომირ რეგიონის შიგნით სიტუაცია დაძაბა. ერაყის ქურთული რეგიონალური მმართველობის ხელმძღვანელის, პრეზიდენტ მესუთ ბარზანის, თალაბანის პარტიამ, ოპოზიციურმა მოძრაობა ,,გორანმა,, გადადგომისკენ მოუწოდებს. თავად ბარზანი კირკუკის დაკარგვაზე პასუხიმგებლობას მეტოქე პოლიტიკოსებს აკისრებს. ამან ასევე განაცხადა, რომ მომავალ არჩევნებზე თავის კანდიდატურას არ წამოაყენებს.

banner
წინა სტატიაშიმკვლელობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში  
შემდეგი სტატიატრამპა ევროკავშირის ლიდერები უდიერად მოიხსენია