ერაყის პრემიერი თურქეთს აფრთხილებს

14741756_658949577598566_1995040788_n,,ვეკითხები ბატონ ერდოღანს, მაშინ, როდესაც თურქეთში ქურთებისთვის არც პოლიტიკური და არც სამხედრო უფლებები არ მიგიციათ, ერაყელი ქურთების ასიმილირებაზე რატომ საუბრობთ?,, მიმართავს ერაყის პრემიერი ჰაიდარ ელ იბადი თურქეთის პრეზიდენტს, რომლის გადაწყვეტილებითაც თურქეთის შეიარაღებული ძალები ერაყში უკანონოდ იმყოფებიან.
ერაყული სააგენტო ,,ალმასალაჰის,, ცნობით, ბაღდადში სხვადასხვა ქვეყნის ელჩებთან შეხვედრისას ერაყის პრემიერმა თურქეთის ქმედებების მიმართ მის სახელმწიფოში, მკაცრი რეაქცია გამოავლინა.
,,მე არ მაქვს ოპტიმიზმი, რომ თურქებთან მიმართებაში სიტუაცია კარგი მოვლენებით დამთავრდება. ჩვენ გამუდმებით მოვუწოდებთ თურქეთს წინ არ წავიდნენ თურქეთის სუვერენიტეტის დარღვევის საქმეში. ჩვენ არ მიგვიცია უფლება თურქებისთვის, რომ იმყოფებოდნენ ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ გასვლას. ქვეყანა, რომელიც საკუთარი პრობლემის გარეთ გადმოსატანად სადამ ჰუსეინის პოლიტიკას იწონებდა, ახლა ჩვენს საქმეებში ერევა და მისი ჯარები, რომლებიც უნებართვოდ იმყოფებიან რეგიონში, იქნებიან საბაბი ორ მეზობელ ქვეყანას შორის ისტორიული ურთიერთობების გაფუჭებისა,, აცხადებს ერაყის პრემიერი

banner
წინა სტატიაში(video) რუსული ფლოტის მორიგი დანაკარგი
შემდეგი სტატიათბილისში წუხელ დათვის ბელს ეძებდნენ