ერაყის ჯარებმა ISIS-ს კონტროლირებადი ბოლო ქალაქი დაიკავეს

ერაყული მედიის ცნობით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა ,,ისლამური სახელმწიფოს,, ბოლო ფორპოსტი დაიკავეს, რომელსაც ქვეყანაში ისლამისტები აკონტროლებდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, სიიის საზღვრიდან 100 კილომეტრის მოშორებით მდებარე დასახლებული პუნქტი რავა, ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა რამდენიმედღიანი ბრძოლების შედეგად დაიკავეს.
ამ დროისთვის ერაყის ხელისუფლება ყველა ქალაქსა და დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს, თუმცა მიუხედავად ამისა, ექსპერტები აცხადებენ, რომ ამით ISIS-თან ბრძოლა არ დამთავრებულა და არც არავინ იცის როდის დამთავრდება, რადგან ათასობით ისლამისტი უდაბნოში და მაღალმთიან რეგიონებში არიან შეფარებულები, რომლებიც დიდი ალბათობით, პარტიზანულ ბრძოლებსა და თავდასხმებს არ შეწყვეტენ ერაყის ხელისუფლებაზე.

banner
წინა სტატიაშითამაზ შავშიშვილს და კიდევ 8 ქართველს, კევის აეროპორტში მალავენ
შემდეგი სტატიარეპერ ლილ პიპის გარდაიცვალების სკანდალური ვიდეო