ერაყის არმიამ მოსულის ორ უბანზე კონტროლი დაამყარა

erayi,,ანადოლუ აჟანსის,, ცნობით, ერაყის არმიმა ,,ისლამური სახელმწიფოს,, ბოევიკებს მოსულში კიდევ ორი უბანი წაართვა…
გავრცელებული ინფორმაციით, ერაყის არმიის მებრძოლებმა მოსულის ელ-ურბეჯიესა და ელ-კადისიე ეს-სანიეს უბნებზე კონტროლი დაამყარეს.
,,მოსულის აღმოსავლეთ უბნების დაკავებისთვის მიმდინარე ბრძოლებში განადგურებულიქნა ათეულობით ჯიჰადისტი,, აცხადებს თურქულ წყაროსთან ერაყელი გენერალი რეშიდ იარალაჰი, რომელიც აღნიშნავს, რომ კოალიციის ავიაციის მხარდაჭერით განადგურებულიქნა 9 დანაღმული ავტომობილი.
მოსულს დასავლეთის მხრიდან მიუახლოვდა ერაყელი ქურთების ,,ფეშმერგა,, რომლებმაც დასახლებული პუნქტი ბაშიკა გაანთავისუფლა ,,ისლამური სახელმწიფოს,, მეომრებისაგან. აღსანიშნავია, რომ ბაშიკა – ქალაქ მოსულის ცენტრიდან სულ რაღაც 20 კილომეტრში მდებარეობს.

banner
წინა სტატიაში14 ნოემბერს დედამიწაზე ყველაზე დიდი მთვარე გამოჩნდება
შემდეგი სტატიასააკაშვილი დარწმუნებულია, რომ პოროშენკო მას საქართველოს არ გადასცემს