ერაყის არმიამ მოსული რკალში მოაქცია

ერაყის არმია და ქურთების შეიარაღებული დაჯგუფება ,,ფეშმერგა,, მოსულს სამი მხრიდან უტევენ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ერაყის არმიისა და ქურთული დაჯგუფებების შეტევას მხარს ამერიკული კოალიციის ავიაცია უჭერს და მათ მოსული რკალში მოაქციეს. ამ დროისთვის ერაყელი სამხედროები დასახლებული პუნქტის ჰამამ ალ-ალილის შტურმს აწარმოებენ, რომელიც მოსულიდან სულ რაღაც 15 კილომეტრით მდებარეობს. ერაყის არმიის გენერალ-მაიორის ნაჯიმა ალ-ჯაბურის განცხადებით, ჰამამ ალ-ალალის დაკავება მოსულის აღების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ძალიან მალე მოხდება, რამეთუ იქ მყოფმა ,,ისლამური სახელმწიფოს,, 70 კაციანმა დაჯგუფებამ, რომელიც ძირითადად უცხოელი ბოევიკები არიან, საით გაიქცნენ არ იციან და უბრალოდ ბრძოლის დროს ერთი ადგილიდან მეორეზე გადაადგილდებიან.

banner
წინა სტატიაშიკახა იმნაძემ გაეროს გენერალური ასამბლეის 37-ე პლენარულ სხდომაზე განცხადება გააკეთა
შემდეგი სტატიაშეიხები ნავთობის მსოფლიო ფასის დაწევას გეგმავენ