ერაყი თურქეთს სამხედრო კონფლიქტით ემუქრება

2ანკარა რეგიონალური ომით რისკავს, როცა ერაყის ტერიტორიაზე საკუთარ სამხედროებს ანთავსებს – ერაყის პრემიერ-მინისტრმა ჰაიდარ ალ-აბადმა განაცხადა – Reuters-ი წერს.
“ჩვენ არა ერთხელ გავაფრთხილეთ თურქული მხარე, რომ ერაყის შიდა საქმეებში არ ჩაერიოს. ვშიშობ, რომ მისი ავანტიურა შესაძლებელია რეგიონალურ ომში გადაიზარდოს” – განაცხადა ალ-აბადმა და დაამატა, რომ ერაყს არ სურს კონფლიქტის დაწყება.
გუშინ ერაყის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელითაც თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება, ერაყში 150 ჯარისკაცისა და 25 ტანკის შეიყანაზე, დაგმო.
გარდა ამისა, ერაყი გაეროს უშიშროების საბჭოში თურქული ოკუპაციის შესახებ საჩივრის შეტანას აპირებს.

banner
წინა სტატიაშიკადიროვი მესამედ გახდა პრეზიდენტი
შემდეგი სტატიაექსპერტის ჩვენების მიხედვით, ე.წ ნავთლუღის სპეცოპერაციის ამსახველი ვიდეომასალა დამონტაჟებულია