ერაყი, ISIS-ის მებრძოლთა ცოლ-შვილებს ქვეყნიდან აძევებს

ერაყული მედიის ცნობით, ქვეყნის სპეცსამსახურებს დაკავებული ჰყავთ ათასობით მანდილოსანი, რომლებიც ,,ისლამური სახელმწიფოს,, (ISIS) მეომრებს ცოლობას უწევდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ისლამისტთა მეუღლეთაგან 509, 13 სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეა და მათ ქვეყნიდან გაძევება ემუქრებათ. გასადეპორტებელ ქალთაგან 300-მდე, თურქეთის მოქალქე აღმოჩნდა და მათ თურქეთის გზას გაუყენებენ. ამასთანავე, ქვეყნიდან დედებთან ერთად გააძევებენ 813 ბავშვს, რომელიც ,,ისლამური სახელმწიფოს,, მეომრებს უცხოელი მეუღლეებისაგან ჰყავდათ. ქალებისა და ბავშვების დეპორტაციასთან  დაკავშირებით, ერაყის ხელისუფლებამ საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მიიღო და მისი განხორციელება უკვე დაწყებულია.

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია: საკითხავია – რამდენად მოისურვებს ბიძინა ივანიშვილი საქართველოში პოლიტიკური რეალობის შეცვლას
შემდეგი სტატიათბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის მე-40 კმ-ზე მოძრაობა შეიზღუდება