ოთხი თვის განმავლობაში სექსის უქონლობის გამო ერაყელმა ლტოლვილმა ავსტრიელი ბიჭი გააუპატიურა

ერაყელმა ლტოლვილმა აღიარა, რომ ავსტრიელი ბიჭი გააუპატიურა

erayiერაყელმა ლტოლვილმა, რომელსაც ვენაში 10 წლის ბიჭის გაუპატიურება ედება ბრალად, განაცხადა, რომ დამნაშავეა – ამის შესახებ The Local-ი წერს.
ინციდენტი 2016 წლის თებერვალში მოხდა. სკოლის მოსწავლემ, სახელად გორანი, რომელიც სერბია და რომელის უჯახი ვენაში 1990 წლიდან ცხოვრობს, ერაყელი 15 წლის ლტოლვილი ბასეინზე გაიცნო. როცა გორანი შხაპის მისაღებად წავიდა, მისი ახალი მეგობრის თანმხლებმა 20 წლის მამაკაცმა, სახელად ამირმა, მას ხელი კრა, ტუალეტში შეაგდო და გააუპატიურა. ამის შემდეგ მამაკაცი დაბრუნდა ბასეინზე და ცურვა განაგრძო, სანამ ის პოლიციამ არ დააკავა.
ამირ ა. რომელსაც ყავს ცოლი და შვილი, თავის საქციელს „განსაკუთრებული გარემოებებით“ ხსნის. მისი თქმით, მას სექსი არ ქონია უკანასკნელი 4 თვის მანძილზე. მომხდარს მან „დიდი შეცდომა“ უწოდა. მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. თუკი სასამართლო დაამტკიცებს იმას, რომ მსხვერპლმა სერიოზული ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო, ბოროტმოქმედს 15 წლით ელოდება თავისუფლების აღკვეთა.

banner
წინა სტატიაშიჯუმბერ კირვალიძე:”ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერს, ასეთი სუსტი პასუხი არ ეკადრება”
შემდეგი სტატიაგერმანელების უმეტესობა პოლონელებს არ დაეხმარება რუსეთის აგრესიის შემთხვევაში