ერაყელმა ალი ბ-მ გერმანელი გოგონას მკვლელობა აღიარა

ერაყელმა ალი ბ-მ გერმანელი გოგონას მკვლელობა აღიარა ერაყში ალი ბ-მ დაკავების შემდეგ აღიარა, რომ მან გერმანიაში 14 წლის სკოლის მოსწავლე სიუზანა მოკლა – ერაყის ქალაქ დახუკის პოლიციის უფროსმა ტარიკ აჰმედმა ტელეკომპანია Rudaw-ის ეთერში თქვა. პოლიციელის ინფორმაციით, ალი ბ-მ გოგონა დავის შემდეგ მოკლა. ჯერჯერობით, უცნობია, ერაყელი მკვლელის საქმეს გერმანია განიხილავს თუ ერაყი – გადაწყვეტილებას ქურთისტანისა და გერმანიის მთავრობები მიიღებენ.

გუშინ გავრცელდა, რომ 20 წლის ერაყელი ალი ბ. რომელიც გერმანელი სამართალდამცველების თქმით 14 წლის სიუზანას მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, 8 ივნისს ერაყში ქურთმა უშიშროების თანამშრომლებმა დააკავეს – გერმანიის შს მინისტრმა ჰორსტ ზეეჰოფერმა განაცხადა. დაკავებული ივნისის დასაწყისში გერმანიიდან ერაყში ოჯახთან ერთად გაიქცა. ისინი სასწრაფოდ გადაფრინდნენ დიუსელდორფიდან სტამბოლში, იქიდან კი ერაყის ერბილში. მინისტრის თქმით, ალი ბ. ორი დღის წინ გერმანიის ფედერალური პოლიციის თხოვნით დააკავეს – “დოიჩე ველე” წერს.

14 წლის სიუზანა გერმანიის მაინცში მაისში დაიკარგა. ორკვირიანი ძებნის შემდეგ პოლიციამ მისი ცხედარი მეზობელ ქალაქ ვისბადენში იპოვა. ის თავდაპირველად გააუპატიურეს, შემდეგ კი მოკლეს. გამოძიების ვერსიით, დანაშაული ორმა მამაკაცმა ჩაიდინა, 35 წლის თურქმა და ალი ბ-მ. პოლიციამ თურქი მამაკაცი დააკავა, თუმცა, გამოძიების თქმით, მის წინააღმდეგ სერიოზული მტკიცებულებები არ არსებობს და ის იმავე დღეს გაანთავისუფლეს.

banner
წინა სტატიაშიგანხეთქილება “დიდ შვიდეულში”: ტრამპთან ვერ მოილაპარაკეს
შემდეგი სტატიააშშ-მ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი კომპიუტერი შექმნეს