ერაყელ და ევროპელ ჯიჰადისტებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა

news
: news მარტი 1, 2016 21:16

ერაყელ და ევროპელ ჯიჰადისტებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა

მნიშვნელოვანი

  • საქმე ისე გახმაურდა, რომ თვითგამოცხადებული ხალიფატის უმაღლეს ეშელონებამდე მიაღწია, რომელთა ბრძანების საფუძველზე, ჯიჰადისტებმა ევროპელები ალყაში მოიმწყვდიეს და შემდეგ დააკავეს. სულ დაჭერილია 75 ევროპელი ჯიჰადისტი, მათგან 7 სიკვდილით დასაჯეს.

სხვა სტატიები

Raqqa is Being Slaughtered Silently (RBSS)-ს ჟურნალისტების ინფორმაციით, ერაყელ და ევროპელ ჯიჰადისტებს შორის შეიარაღებული კონფლიქტი მოხდა. ჟურნალისტების თქმით, კონფლიქტის მიზეზი ერთ-ერთი ჰოლანდიელი ჯიჰადისტის სიკვდილი გახდა.

ნიდერლანდელი ჯიჰადისტების ჯგუფი “ისლამური სახელმწიფოს” დაქვემდებარებაში იყო. ისინი რაკას ერთ-ერთ პოზიციაზე იმყოფებოდნენ. თებერვალში თვითგამოცხადებული ხალიფატის მთავრობამ ევროპელი ჯიჰადისტების შტაბის შემოწმება ჩაატარა და რამდენიმე ადამიანი გაქცევის მომზადების მცდელობის გამო დააკავეს. ერთ-ერთი მათგანი დაკითხვისას გარდაიცვალა, რამაც მისი მეგობრების პროტესტი გამოიწვია – ისინი ადგილობრივი ძალოვანების შტაბ-ბინაში მივიდნენ და მათ ცეცხლი გაუხსნეს – შედეგად ორივე მხრიდან არიან გარდაცვლილები.
რაკას “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერმა მომხდარის შესახებ გაიგო და ევროპელებს პარლამენტარი მიუვლინა მოლაპარაკებებზე, რომელიც მაშინათვე მოკლეს ევროპელებმა.

საქმე ისე გახმაურდა, რომ თვითგამოცხადებული ხალიფატის უმაღლეს ეშელონებამდე მიაღწია, რომელთა ბრძანების საფუძველზე, ჯიჰადისტებმა ევროპელები ალყაში მოიმწყვდიეს და შემდეგ დააკავეს. სულ დაჭერილია 75 ევროპელი ჯიჰადისტი, მათგან 7 სიკვდილით დასაჯეს.

news
: news მარტი 1, 2016 21:16

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


22,560
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics