ექსპერტი: სააკაშვილის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო საშიშროებას არ უქმნის უკრაინულ არმიას

მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ანტიკორუფციული ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის პოსტისთვის იბრძოლებს?

ოდესის მხარის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ვიდეორგოლი გამოაქვეყნა, რომელიც დონბასის ზონაში სპეცბატალიონ “შტორმს” ეხება.
“მარიუპოლში ვიყავი და “შტორმის” ბიჭები ვინახულე, რომლებიც იქ მსახურობენ. გარკვეული ყოყმანის შემდეგ ვაქვეყნებ ვიდეოს” – დაწერა სააკაშვილმა ვიდეოზე, საიდანაც ჩანს, რომ სააკაშვილი მარიუპოლში მეომრების ყოფის პირობების შესამოწმებლად მივიდა. ვიდეოში ორი ბლოკპოსტია ნაჩვენები, ერთი მათგანი გზასთან ახლოს არის, მეორე კი რკინიგზასთან, ხიდს ქვევით. შემდეგ კი ერთ-ერთი სამხედრო, რომელიც რუკასთან დგას, ამ ბლოკპოსტებზე უყვება სააკაშვილს.

ვიდეოს გამოქვეყნებისთანავე გაჟღერდა კომენტარები, რომ სააკაშვილმა უკრაინის ეროვნულ უსაფრთხოებას საშიშროება შეუქმნა.
“ბიბისიმ” ამასთან დაკავშირებით კომენტარი სთხოვა ყოფილ სამხედროს დენის მოკრუშინს.
– ერთი პოსტი საავტომობილო გზაზეა და ის იცის ყველა მძღოლმა და ამიტომ მოწინააღმდეგისთვის ის საიდუმლოს არ წარმოადგენს.

მეორე პოსტი, რკინიგზასთან, სადაც ასევე მოსახლეობაა, არც ეს არის საიდუმლო – მოწინააღმდეგეს ინფორმაციის მიღება მასთან დაკავშირებით ადგილობრივებისგანაც შეუძლია მიიღოს.
რუკა კი, რომელიც ვიდეოზე იყო, ჩვეულებრივი ქალაქის რუკაა, რაც ასევე საიდუმლოს არ წარმოადგენს. ერთადერთი, რაც საჭოჭმანო შეიძლება იყოს, არის პოსტის დასახელება და მისი ციფრული სახელი, ამის გაკეთება, ალბათ არ იყო საჭირო. თუკი, რადიომოცულობაში ფიგურირებს ეს სახელი, უკვე ცხადი ხდება რაზეა ლაპარაკი. ვიდეოზე კი, არაფერია განსაკუთრებული, თუკი არ ჩავთვლით სამხედროების ყოფით პრობლემებს” – ამბობს ექსპერტი.

 

banner
წინა სტატიაშიპროკურატურა ბიძინა კუჭავას საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაქირურგებმა თავის გადანერგვა დაადასტურეს