ექსპერტები: ვან გოგი ფსიქოზით იტანჯებოდა

ექსპერტები: ვან გოგი ფსიქოზით იტანჯებოდა

9ცნობილი ჰოლანდიელი მხატვარი ვინსენტ ვან გოგი უკანასკნელი წელიწადნახევრის განმავლობაში ფსიქოზის შეტევებისგან იტანჯებოდა – განაცხადეს ამსტერდამელმა სპეციალისტებმა. მეცნიერების ჯგუფმა, რომელთა შორის იყვნენ ხელოვნებათმცოდნეები და ექიმები, უამრავი დოკუმენტი შეისწავლეს, მათ შორის, პოსტ-იმპრესიონისტების მიმოწერა. მათ დაადგინეს, რომ ნერვული შეტევა, რომლის გამოც მხატვარმა ყური მოიჭრა, სტრესის ან ალკოჰოლის მიღების შედეგი იყო. თუმცა, მხატვრის ნერვულ-ფსიქიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, მათ ზუსტი დიაგნოზი ვერ დასვეს.
ვან გოგი 1890 წელს ცეცხლსასროლი იარაღით მოკვდა. ითვლება, რომ მან თავი მოიკლა.
2016 წელს ახალი კვლევა გამოქვეყნდა, რომლის თანახმად მხატვარმა ყური ნაწილობრივ კი არა, სრულიად მოიჭრა.

banner
წინა სტატიაშიშსს : გამარჯვებაში მომხდარი კონფლიქტის არცერთი მონაწილე დაჭრილი არ არის
შემდეგი სტატიაბრაზილიელი მსახიობი დომინგოს მონტანერი მდინარეში დაიხრჩო