ექსპერტები: ვალერი გელაშვილის დაზიანებები სიცოცხლისთვის საშიში იყო

ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის ეპიზოდის განხილვა გრძელდება. დღეს ის ექსპერტები დაიკითხნენ, რომლებმაც ხელახალი გამოძიების ფარგლებში ვალერი გელაშვილის ცემის შემდეგ მიღებული დაზიანებების შესახებ არსებული სამედიცინო დოკუმენტაცია შეისწავლეს. სამივე ექსპერტის განცხადებით, გელაშვილს სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა და სხვა მძიმე დაზიანებები ჰქონდა, რომელიც სიცოცხლისთვის საშიში იყო.

პროკურორ არჩილ ტყელშელაშვილის განცხადებით, მოწმეებმა იმ შედეგზე ისაუბრეს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად განხორციელდა. კერძოდ, ბრალდების მხარე ამბობს, რომ ცემის მოტივი ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან შერისძიება იყო. მისივე თქმით, თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე მედიაში ვალერი გელაშვილის ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც ის სააკაშვილს შეურაცმყოფელი ფორმით ახსენებდა. ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა მედიასთან კომენტატი არ გააკეთა.

მომდევნო სასამართლო სხდომაზე სავარაუდოდ ნინო ბურჯანაძე და ირაკლი ოქრუაშვილი დაიკითხებიან. გამოძიება ყოფილი დეპუტატის ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე მიხეილ სააკაშვილს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.

ვალერი გელაშვილი 2005 წელს სცემეს.

banner
წინა სტატიაშისოფიო ქაცარავა : ველოდებით, რომ ზალბერის განცხადებაზე ევროკავშირიდან ადეკვატური რეაგირება იქნება
შემდეგი სტატია“პრინციპულად მიუღებელია ყველა ხმა ერთმა პარტიამ მოხიკოს და თავისთვის წაიღოს” – პრეზიდენტი საკონსტოტუციო ცვლილებებს აკრიტიკებს