ექსკლუზივი:სოფელ ავლევში დროებითმა საზღვარმა 20 მეტრით გადმოიწია

ICC-ის პროკურორი აპირებს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დანაშაულთა გამოძიებას

ICC-ის პროკურორი აპირებს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დანაშაულთა გამოძიებასრამდენიმე წუთის წინ , როგორც “თაიმერისთვის” გახდა ცნობილი ქარელის რაიონის სოფელ ავლევში ე.წ. დროებითმა საზღვარმა დაახლოებით 20 მეტრით გადმოიწია. მავთულხლართებს მიღმა მოსახლეობის დამუშავებული ყანები დარჩა.
“მცოცავი ოკუპაცია გრძელდება. ავლევში ხალხს მიწები წაართვეს. არ ვიცი ვინ და რაზე ფიქრობს ჩვენს მთავრობაში. მგონი, ამაზე მედიასაც არ დაუწერია, ყოველშემთხვევაში, ადგილობრივებს არავინ შეხმიანებია. დაახლოებით ოცი მეტრით გადმოწიეს საზღვარი. ე.წ. საზღვრისპირა სოფლებზე არავინ ფიქრობს. აქ ვწვალობთ, ვშრომობთ, ერთ დღესაც გაიღვიძებ და შენი ნაშრომი მავთულხლართებს მიღმაა, სანამდე ასე?” – ამბობს “თაიმერთან” ადგილობრივი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

banner
წინა სტატიაშიდადიანის N26-ში საცხოვრებელი სახლის სხვენი ჩამოინგრა
შემდეგი სტატიაზაქარია ქუცნაშვილი რუსთავი2-ს “ოპოზიციურს” და “მიკერძოებულს” უწოდებს