ექსკლუზივი: ზუგდიდში „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ დაიშალა

gogita bigvava.„თაიმერის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაცის თავმჯდომარე გოგიტა ბიგვავამ და მისმა გუნდმა პარტია დატოვა. მათი განმარტებით, პარტიის დატოვების მიზეზი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში გონერი პაპავას საარჩევნო შტაბის უფროსად დანიშვნა გახდა.
„ზუგდიდის ორგანიზაციას, რომელსაც ორი წელია, ვხემძღვანელობ, საარჩევნო შტაბის უფროსად და სახედ ოდიოზური პიროვნება, გონერი პაპავა ადგილობრივ აქტივთან შეუთახმებლად დაუნიშნეს. მისი სახელი დაკავშირებულია პოლიტიკურ მერყეობასა და პოლიტიკურ  ინტრიგებთან. თავის დროზე ის ჯერ „ნაციონალური მოძრაობის“, შემდეგ კი „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ერთ-ერთი მთავრი ფიგურა იყო. გარდა ამისა,ზუგდიდში რესურსცენტრსაც ხელმძღვანელობდა, საიდანაც სხვადასხვა დარღვევის გამო გაანთავისუფლეს. მორალური პრინციპეპიდან გამომდინარე, მე და ჩემი გუნდი პაპავას ვემიჯნებით და პარტიიულ საქმიანობაზე უარს ვაცხადებთ,“ – განუცხადა “თაიმერს” „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის ყოფილმა თავმჯდომარემ გოგიტა ბიგვავამ.

banner
წინა სტატიაშიჯანმრთელობისათვის საშიში ნახევარფაბრიკატების დამზადებისთვის ორი პირი პასუხისგებაში მისცეს
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე: ”დღეს ძაფი, ხვალ გორგალი”!