ექსკლუზივი – შარტავას ქუჩაზე დაჭრილი შსს-ს თანამშრომელი გარდაიცვალა

რამდენიმე დღის წინ, შარტავას ქუჩაზე დაჭრილი შსს-ს თანამშრომელი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა, – ამის შესახებ „თაიმერს“ სანდო წყარომ აცნობა.
გარდაცვალების ფაქტს შსს-ში ადასტურებენ.
წყაროს ინფორმაციით, შსს-ს მომსახურების სააგენტოს ადმინისტრაციის ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობა აღენიშნებოდა, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღით იყო მიყენებული. ის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე რამდენიმე დღე იმყოფებოდა.
შეგახსენებთ: ტაკაიძე საკუთარი სახლის სადარბაზოში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი მეზობელმა 25სექტემბერს იპოვეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება შსს-მ 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე: „თბილისში ფეხბურთის ლეგენდების ჩამოყვანაში დიდი ფული იყო გადახდილი!“
შემდეგი სტატიაერდოღანი: ქურთების რეფერენდუმის უკან ისრაელი დგას