ექსკლუზივი-საქართველოს ბანკი “რუსთავის აზოტს” ყიდის

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 9, 2018 15:13

ექსკლუზივი-საქართველოს ბანკი “რუსთავის აზოტს” ყიდის

“თაიმერის” ექსკლუზიური ინფორმაციით საქართველოს ბანკი “რუსთავის აზოტს” ყიდის. წყაროს ინფორმაციით, საკითხი გაწყვეტილია და მისი მფლობელები სინგაპურელი ბიზნესმენები იქნებიან. სხვა დეტალები ამ დროისთვის არ ვრცელდება. 

ინფორმაციას  „რუსთავის აზოტის“ გასხვისებასთან დაკავშირებით „აზოტის“ დირექტორი ეფრემ ურუმაშვილი არ ადასტურებს. „ქარხანა ჩემი საკუთრებაა და არ იყიდება და ცრუ ინფორმაცია“–აცხადებს ეფრემ ურუმაშვილი.
ჩვენი ინფორმაციით, სინგაპურელმა  ბიზნესმენებმა “რუსთავის აზოტი” უკვე დაათავალიერეს.

საქართველოს საჯარო რეესტრის მონაცემებით, “რუსთავის აზოტის” საწარმოს მფლობელი კომპანიის “ე უ ინვესთმენთს”-ის არსებული და სამომავლო მოძრავი ქონება და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე “ბიჯეო ჯგუფის” კომპანიის სასარგებლოდაა დაგირავებული. ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, “საქართველოს ბანკის” სააქციო კაპიტალის 99.52%-ს ფლობს.

გირავნობა/ლიზინგის უფლებათა რეესტრის მონაცემებით, გირავნობის ხელშეკრულება 2016 წლის 2 სექტემბერს, კომპანიის დარეგისტრირებიდან ერთ თვეში აისახა რეესტრის ბაზაში. სააქციო საზოგადოება “ე უ ინვესთმენთს”-ი 2016 წლის 10 აგვისტოს დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 9, 2018 15:13

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,849
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics