ექსკლუზივი- რა გეგმა აქვს გურჯაანის სასამართლოს თავმჯდომარეს „თეთრი სიკვდილის“ წინააღმდეგ!

ექსკლუზივი რა გეგმა აქვს გურჯაანის სასამართლოს თავმჯდომარეს „თეთრი სიკვდილის“ წინააღმდეგ!

ექსკლუზივი რა გეგმა აქვს გურჯაანის სასამართლოს თავმჯდომარეს „თეთრი სიკვდილის“ წინააღმდეგ!რამდენიმე დღეში, 26 ივნისს, საქართველოში ნარკომანიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ალბათ 26-შიც ჩატარდება აქცია – ნარკომანი ავადმყოფია! ალბათ დღის წესრიგში ისევ დადგება საკითხი – მოხდეს მარიხუანას დეკრიმინალიზაცია! არ ვიცი, ამჯერად მშობლები არასრულწლოვან შვილებსაც თუ გამოიყვანენ ქუჩაში და „პროტესტის ნიშნად“ მათაც თუ „ჩააცუცქებენ“, მაგრამ „რაღაცა რომ გაიმასქნდება“, ცხადია. მიუხედავად ხმაურისა, რაც უკვე გავიარეთ და რაც ისევ მოსალოდნელია, ჯერჯერობით ვერავინ დადო „რეცეპტი“ როგორ ვებრძოლოთ ის საშინელებას რასაც თეთრი სიკვდილი ჰქვია.
ინტერვიუ რომელსაც ქვემოთ წაიკითხავთ, სრულიად შემთხვევით ჩავიწერე. ორიოდე დღის წინ ერთ-ერთ უნივერსიტეტში ჩატარდა საჯარო ლექცია რაც ნარკოტიკებს, მომხმარებლებს და ე.წ. გამსაღებლებს ეხებოდა. მე ვფიქრობ ინტერვიუ, რომელსაც ქვემოთ წაიკითხავთ, ორმაგად საინტერესოა იმიტომ რომ ინტერვიუ მოქმედ მოსამართლესთან, მეტიც, სასამართლოს თავმჯდომარესთან ჩავწერეთ. საქმე ისაა, რომ საჯარო ლექცია, მეტად მტკივნეულ თემაზე გურჯაანის სასამართლოს თავმჯდომარემ, დავით ნარიმანიშვილმა ჩაატარა. ბუნებრივია, „თაიმერი“ ამ შემთხვევას ხელიდან ვერ გაუშვებდა:
_ რა არის ნარკოტი? ნარკოტიული დანაშაული? რატომ არის იგი საშიში? როგორ რეგულირდება ნარკიტიკული ნივთიერებების ბრუნვა? რა სურს საზოგადოებას? რა არის ნარკოტიკული ნივთიერების ბრუნვის კონტროლის საზოგადოებრივი მიზანი? რა შედეგს ვაღწევთ? რა გვინდა საერთოდ? ნარკოტიკული ნივთიერების მრავალგვარი სახეობა არსებობს, საქართველოში ნარკოტიკული ნივთიერების ჩამონათვალს განისაზღვრავს 2012 წლის 22 ივლისის საქართველოს კანონი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“. ამავე კანონით ნარკოტიკულ ნივთიერებათა ჩამონათვალში შედის 203 სახეობაზე მეტი ნივთიერება, ხოლო ფსიქოტროპული ნივთიერება 67 სახეობაზე მეტი. რატომ არის საშიში ნარკოტიკული ნივთიერება ადამაინისათვის და საზოგადოებისათვის? შეგვიძლია განვიხილოთ ორი საფუძველი: პირველი ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება და მეორე ნარკომანია. პირველ ეტაპზე ნარკოტიკული ნივთიერების მომხარება შესაძლოა ითქვას, რომ ეს არის მავნე ჩვევა, როგორიც არის, სიგარეტის მოწევა, სპირტიანი სასმელის უკონტროლო დალევა, და ა.შ. მეორე ეტაპი, ნარკომანია, ატარებს საზოგადოებისათვის ძალიან საშიშ მახასიათებლებს, რაც არის კიდეც ნარკოტიკული ნივთიერების გავრცელების კონტროლის აუცილებლობის საფუძველი.
_ რა არის თავად ნარკომანია?
_ ნარკომანიის არსებითი მახასიათებლებია: ნარკოტიკული საშუალებების მიღების დაუძლეველი ლტოლვა (მიდრეკილება) და მიღებისთვის განსაზღვრული ნარკოტიკული ნივთიერების რაოდენობის გაზრდის ტენდენცია, სოციოლოგების თვალსაზრისით, ნარკომანია საყოველთაოდ მიღებული მორალურ-ზნეობრივ ნორმებისგან გადახრილი ქცევაა. ნარკომანიის წარმოშობის და განვითარების მიზეზად, ყველაზე ხშირად ხასიათის თავისებურებებს, ფსიქიკურ და ფიზიკურ დარღვევევებს, ამა თუ იმ სოცილური ფაქტორის გავლენას ასახელებენ. ნარკომანიასთან დაკავშირებით არსებობს ორი ცალსახა მოსაზრება: ნარკომანია როგორც ავადმყოფობა და როგორც დანაშაული: საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ფიქრობს, რომ ნარკომანია დანაშაულია, მოითხოვენ ნარკომანების დაპატიმრებას და მათ იზოლაციას საზოგადოებისაგან. მათთვის ნარკომანები არიან განსხავავებული, დამნაშავე ადამიანები და სხვა კუთხით ვერ აფასებენ მათ. ეს, რა თქმა უნდა ცრუ შეხედულება და მითია, თუ ადამიანი ნარკოტიკებს მოიხმარს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ გააჩნია პიროვნული თვისებები და საზოგადოებისათვის საშიშია. ნარკომანებს გააჩნიათ პრობლემები, რომელთა მოგვარება და გადაწყვეტა ნიშვნელოვანია, არა მარტო მათთვის და მათი ახლობლებისათვის, არამედ მთელი საზოგადოებისათვის. აუცილებელია დამოკიდებულების შეცვლა და საკითხის სწორად დანახვა. მათი ციხეში ჩასმა პრობლემის მოგვარების ერთადერთ გზას არ წარმოადგენს. მისი აღმოფხვრა შესაძლებელია სხვა ხერხებითაც… საზოგადოების მეორე ნაწილი თვლის, რომ ნარკომანია დაავადებაა და ნარკომანებს ესაჭიროებათ სამედიცინო დახმარება. ეს რა თქმა უნდა ასეა, ნარკომანს გაუჭირდება ნარკოტიკების გავლენისაგან თავის დაღწევა პროფესიონალების დახმარებისა და ჩარევის გარეშე, თუმცა თუ საზოგადოება გვერდით არ დაუდგება და მხარდაჭერას არ გამოიჩენს, მხოლოდ სამედიცინო დახმარება საკმარისი არ იქნება. ერთია, როდესაც ნარკომანი გაივლის რეაბილიტაციას სამედიცინო დაწესებულებაში და მეორეა მისი რესოციალიზაცია. ხშირად და თითქმის ყოველთვის უნდოდ არიან განწყობილნი „ყოფილი ნარკომანების“ მიმართ. საზოგადოებას ნდობა აქვს დაკარგული და ამ ნდობის მოპოვება საკმაოდ უჭირთ მათ. ზოგს საერთოდაც ჰგონია, რომ ნარკოტიკებისაგან საბოლოოდ განკურნება შეუძლებელია და ადამიანი ადრე თუ გვიან აუცილებლად დაუბრუნდება მას. თუ საკითხს ამგვარად შევხედავთ და არ ვიფიქრებთ, რომ შესაძლებელია მდგომარეობის გამოსწორება, მაშინ არაფერი შეიცვლება. უპირველესყოვლისა, საზოგადოებამ უნდა გამოხატოს გვერდშიდგომა, დაუსახოს ნარკომანებს იმედი, რომ მათი ძალისხმევის შემთხვევაში მოგვარდება ყველა პრობლემა და უკან დაბრუნება არ გაუჭირდებათ მათ, მიუხედავად ყოფილი შეცდომებისა და მდგომარეობისა.
_ საქართველოში გაიზარდა ნარკომომხმარებელთა რაოდენობა.
_ ამბობენ, რომ იზრდება ნარკოტიკული ნივთიერების მომხმარებელთა რიცხვი. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 180 ათასი ნარკომანია, აშშ-ის “ნარკოტიკებთან ბრძოლის ბიუროს” ინფორმაციით კი 240-დან 350 ათასამდე მომხმარებელია. ამბობენ, რომ 2003 წელს ნარკოტიკული ნივთიერების მომხარებელი საქართველოში 150.000 ადამიანი იყო. თუმცა ამ მონაცემების სისწორეში შესაძლოა ეჭვის შეტანა. ყოველ წელს ნარკოტიკული დანაშაულთან დაკავშირებით სასამართლოში განსახილველად იგაზვენა 4800 საქმე. რაც საკმაოდ მცირე რაოდენობაა იმ შეფარდებასთან, რასაც მომხმარებელთა რაოდენობას ასახელებენ. ნარკომანი შეიძლება იღებდეს ერთ რომელიმე ნარკოტიკულ საშუალებას (მონონარკომანია), შედარებით იშვიათად, მაგრამ არის ნარკომანია, რომელიც იღებს ორ ან მეტ სხვადასხვა სახის ნარკოტიკულ საშუალებას ერთდროულად (პოლინარკომანია). შეიძლება ვთქვათ, რომ ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება ადამიანის შეგნებულად გააზრებულად გადაგმული ნაბიჯია. ადამიანი შეგნებულად ამბობს ჯანრმთელი ცხოვრების წესზე უარს, იგი შესაძლოა გახდეს ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანი, ნარკომანი, ანუ ნარკოტიკულ ნივთიერებაზე დამოკიდებული პირი. უცანურია ადამიანი ისჯებოდეს იმის გამო, რომ მას არ სურს ჯანრთელი ცხოვრების წესით ცხოვრება. კიდევ უფრო უცანურია ის, რომ ასეთი ადამაინების იძულების (დასჯის) გამო ვიხდით უამრავ ფულს. შედეგი ბუნდოვანია. ვებრძვით “დამნაშავეებს” და არა დანაშაულს?! მაში, რიოდესაც იგივე თანხით შესაძლებელია გაცილებით მნიშვნელოვანი შედეგის მიღწევა, ნარკოტიკული ნივთიერების მომხარებლების და თავად ნივთიერების გავრცელების შემცირების საკითხში.

ექსკლუზივი რა გეგმა აქვს გურჯაანის სასამართლოს თავმჯდომარეს „თეთრი სიკვდილის“ წინააღმდეგ!
_ რა არის ჩვენი მიზანი, ნარკომომხმარებლებს ვებრძოლოთ როგორც დამნაშავეებს თუ ვებრძოლოდ თავად ნარკოდანაშაულს?
_ მოდით დავიწყებ ასე – ნარკოტიკული დანაშაულის სტატისტიკა, გაწეული ხარჯები. ნარკომანიასთან ბრძოლა, უპირველეს ყოვლისა, საკანონმდებლო დონეზე მიმდინარეობს. ნარკოტიკული ნივთიერებების წარმოების, ტრანსპორტირების და გავრცელებისთვის პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში ითვალისწინებენ სისხლის სამართლის მკაცრ სანქციებს. საქართველოში არსებული სტატისტიკური მონაცემებით, 2012 წელს დაფიქსირდა ნარკოტიკული დანაშაულის 1827 შემთხვევა, 2013 წელს 6109 შემთვევა 2014 წელს 6465 შემთხვევა. როგორც ვიცით დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას აწარმოებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურის ზედამხედველობით. სასამართლოში წარიმართება სისხლის სამართლის საქმე და შემდგომ სასჯელის მოხდის მიზნით მსჯავრდბული თავსდება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. ყველა ამ პროცედურას ესაჭიროება ფინანსები. თანხა, რომელიც გამოიყოფა ბიუჯეტდან. თანხა, რომელსაც ვიხდით ჩვენ. სულ ამ სტრუქტურებისთვის ყოველწლიურად ხდება ასობით მილიონის გამოყოფა. კერძოდ: შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო: 2011 წ – 568 მლნ ლარი, 2012 წ – 587.8 მლნ ლარი, 2013 წელი – 570 მლნ ლარი, 2014 წელს 600 მლნ ლარი. წელს შს. მიიღებს შინაგან საქმეთა სამინისტრო – 600 მლნ ლარს. იუსტიციის სამინისტრო რომლის შემადგენლობაშიც არის პროკურატურა: 2013 წელი – 71.4 მლნ ლარი, 2014 წელს 60.55 ლარი, 2015 წელს 65 მლნ ლარი. სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო -2015 წელს მიიღებს 155 მლნ ლარს, ხოლო 2014 წელი – 154 მლნ ლარი. როგორც ვხედავთ, კრიმინალის წინააღმდეგ საბრძოლველად მათ შორის ნარკომანიასთან საბრძოლველად უზარმაზარი თანხა იხარჯება. გვაქვს თუა რა უფლება მოვითხოვოთ ანგარიში რამდენად ეფექტურად ხარჯავს სახელმწიფო იმ თანხას, რომელსაც ჩვენ ვიხდით დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მოტივით? რა თქმა უნდა გვაქვს. რამდენი იხარჯება თითოეულ გამოძიებულ საქმეზე და რა უჯდება სახელმწიფოს კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლა? სამწუხაროთ ასეთ ინფორმაციას ვერსად ვნახავთ. დაახლოებით შეგვიძლია ვიავარაუოთ, რა ჯდება ერთი სისხლის სამართლის დანაშაულის გამოძიება. თუ ავიღებთ ყველა იმ სტრუქტურის დანარხარჯებს ვისაც შეხება აქვს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლასთან. ეს თანხა წლების მიხედვით მერყეობს 750-850 მილიონამდე წელიწადში თუ ვივარაუდებთ, რომ ამ თანხის ნახევარი ხმარდება კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლას. გამოვა, რომ სულ ცოტა დაახლოებით 400 მილიონი იხარჯება სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებაზე. უზენაესი სასამართლოს საიტზე განთავსებული სტატისტიკური მონაცემებით ვიცით, რომ სხვადასხვა წლებში სასამართლოში შევიდა და სასამართლომ განიხილა 9000-15 000 ათასამდე სისხლის სამართლის საქმე. ამ მონაცმების ურთიერთ შეჯერებით ჩვენ შეგვიძლია განვსაზღვროთ რა თანხა ჯდება ერთი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება და დამნაშავის დასჯა. გვაქვს საშუალო მონაცემი, რომ სასამართლოები განიხილავენ 12 000 სისხლის სამართლის საქმეს წელიწადში, ასევე გვაქვს მიახლოვებითი მონაცემი რა თანხა იხარჯება დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად 400 მილიონი, აღმოჩნდება, რომ ამ ორი ციფრის ურთიერთ შეჯერებით ერთი სისხლის სამართლის დანაშაული გახსნა და დამნაშავეს დასჯა სახელმწიფოს უჯდება 33 000 ლარზე მეტი. თუ ერთი გახსნილი სისხლის სამართლის გამოძიება და დამნაშავის დასჯა სახელმწიფოს უჯდება 33 000 ლარი, და ვიცით რომ ნარკოტიკული დანაშაული საშუალოდ წელიწადში იხსნება 6000 ერთეული, შეგვიძლია განვსაზღვროთ ის დანახარჯი რასაც ჩვენ ანუ სახელმწიფო ხარჯავს ნარკომანიასთან წინააღმდეგ საბრძოლველად. ეს არის 150 მილიონ ლარიზე მეტი. კითხვა რამდენად ეფექტრურია ჩვენი დანახარჯი? აბსოლიტურად ლეგიტიმურტრია, და პასუხი რომ ეს მთელი პროცედურა არის არაეფეტური არის ლოგიკური. მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ რომ ერთი ნარკომანის მკურნალობა ჯდება დაახლოვებით 2200 ლარი.

ექსკლუზივი რა გეგმა აქვს გურჯაანის სასამართლოს თავმჯდომარეს „თეთრი სიკვდილის“ წინააღმდეგ!გამოდის, რომ ნარკომანების იძულებისთვის ჩვენ ვიხდით გაცილებით მეტს ვიდრე მათი მკურნალობა დაგვიჯდებოდა. მხოლოდ მოთხოვნა, რომ გვსურს ნარკოტიკული ნივთიერების, მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაცია, არ არის საკმარისი და არც არის მიმართული იმ მიზნისკენ, რომ შემცირდეს ნაკროტიკული ნივთიერების გავრცელება. ვფიქრობ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სურვილი არ დაისაჯნონ ადამიანები, მაგრამ ეს არ ხსნის პრობლემის არსს. კანონმდებელის მიზანი არის შემცირდეს ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება. სჯობს შემუშავდეს ისეთი მექანიზმები და ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ისეთი პოლიტიკა, რომელიც ამ ორ მიზანს გააერთიანებს. ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებისთვის არ დაისჯება ადამიანი და ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების გავრცელება იქნება კონტროლს დაქვემდებარებული.
_ შეგიძლიათ იდეა შესთავაზოთ სახელმწიფოს?
_ ნარკოტიკული ნივთირების გავრცელების და მოხმარების წინააღმდეგ არსებული სტრატეგია და ტაქტიკა წლების განმავლობაში არ შეცვლილა. არ მომხდარა მისი ადაპტირება არსებულ რეალობასთან. 2007 წელს პარლამენტის მიერ მიღებული იყო კანონი „ნარკოტიკული დანაშაულის ბრძოლის შესახებ“. ამ კანინით განისაზღვრა სხვადასხვა ტიპის შეზღუდვები ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ. კანონის შინაარსი ძირითადად მიმართულია ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ რეპრესიული მექანიზმების გამოყენებაზე. ძირითადად დღეს მოქმედი ყველა მექანიზმი მიმართულია ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ რეპრესიული მექანიზმების გამოყენებაზე. წლების განმავლობაში არსებული სტატისტიკური მონაცემების ურთიერთ შედარებით ნათლად ჩანს, რომ არსებული მექანიზმების გამოყენება ვერ ამცირებს ვერც ნარკოტიკული ნივთიერების გავრცელებას და ვერც ამ ნივთიერების მომხმარებელთა რიცხვს. არსებული მექანიზმებით ნარკოტიკული ნივთიერების პირველადი მოხმარების დროს ეკისრება ადმინისტრაციული სახდელი ფულადი სახით. ერთი წლის განმეორებით მოხმარების შემთხვევაში კი მის მიმართ იწყება სისხლის სამართლის დევნა და მაქსიმალური სასჯელი შესძლოა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა ერთი წელი. არც ერთ ამ სასჯელის სახეობას არ აქვს პრევენციის შინაარსი, როგორც წესი ნარკოტიკული ნივთიერების მომხმარებელი კვლავ აგრძელებს ნარკოტიკების მოხმარებას და მისი გამოვლენა მხოლოდ და მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობაზეა დამოკიდებული.
არსებობს ამტიპის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართ რამოდენიმე მოსაზრება.
ა) ერთ ჯგუფს მიაჩნია, რომ ნარკოტიკული ნივთიერების გავრცელების და მომხარების შეზღუდვა შესაძლებელია კანონის გამკაცრებით.
ბ) ხოლო მეორე ჯგუფს მიაჩნიათ, რომ ნარკოტიკული ნივთიერების მომხარების ლეგალიზება უნდა მოხდეს. (კონკრეტულად მარიხუანის).
არც ერთი მოსაზრების მართებულება არ არის დადასტურებული, როგორც ავღნიშნეთ დღეს მოქმედი ყველა მექანიზმი მიმართულია რეპრესიისკენ, რაც ვერანაირად ვერ ახდენს ამ ტიპის დანაშაულის პრევენციას. ნარკოტიკული ნივთიერების თუნდაც მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარების ლეგალიზება რამდენად დადებითად იმოქმედებს ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვის შემცირებაზე არავინ იცის. (უფრო პირიქით გაზრდის ამ რიცხვს). სავარაუდოდ უფრო მნიშვლეოვანი იქნება ამ ორივე მექანიზმის ნარკოტიკული ნივთიერების მომხმარებელთა მიმართ გარკვეული ლიბერალური მიდგომით და პრევენციული მექანიზმების ჩართვით, ასევე გარკვეულ საკითხებზე არსებული მექანიზმების გამკაცრებით მივაღწიოთ უმთავრეს შედეგს. მოხდეს ნარკოტიკული ნივთიერების გავრცელების კონტროლს დაქვემდებარება და შემცირდება ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება. შედეგად დაცული იქნება ნარკოტიკული ნივთიერების მომხრებელ პირთა ჯანმრთელობა და სიცოცხლე, ასევე მის გარშემო მყოფი საზოგადოება. კერძოდ: ნარკოტიკული ნივთიერების მომხმარებლები უნდა დაიყონ რამოდენიმე კატეგორიად
1) ა) პრები რომლებიც ნარკოტიკულ ნივთიერებას მოიხმარენ იშვიათად.
2) ბ) პირები რომლებიც ნარკოტიკულ ნივთიერებას მოიხმარენ ხშირად.

3) ბ) ნარკომანები, პირები რომლებიც დამოკიდებული არიან ნარკოტიკულ ნივთიერებებზე, მაგრამ შესაძლებელია მათი განკურნება.
4) გ) ნარკომანები, პირები, რომლებიც დამოკიდებულები არიან ნარკოტიკულ ნივთიერებებზე და მათი განკურნება პრაქტიკულად შეუძლებელია.
პირები, რომლებიც ნარკოტიკულ ნივთიერებას მოიხმარენ იშვიათად, მათ მიმართ არ უნდა განხორციელდეს რეპრესიული მექანიზმები. მათ შორის არც ადმინისტრაციული სახდელი ჯარიმის სახით. პირველ შემთხვევაში მოხდება მათ შესახებ ინფომრაციის საინფორმაციო ბანკში ასახვა. მას დაეკისრება ვალდებულება, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ნებაყოფლობით უარს იტყვის ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებაზე. ასეთი ვადა შესაძლოა ავიღოთ 6 თვე, ერთი წელი ან სხვა რომელიმე ვადა.

ექსკლუზივი რა გეგმა აქვს გურჯაანის სასამართლოს თავმჯდომარეს „თეთრი სიკვდილის“ წინააღმდეგ!
დღევანდელი მდგომარეობით ნარკოტიკული ნივთიერების მომხარების პირველ შემთხევაში გამოვლენისას ხდება პირის მიმართ ადამინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული რეაგირება, ნარკოტიკული ნივთიერების მომხმარებლის დაჯარიმება 500 ლარით.
მეორე შემთხვევაში, რაც შეეხება ნარკოტიკული ნივთიერების მომხმარებელი, რომელიც ხშირად მოიხმარს იქნებიან ის ადამიანები ვინც პირველ ვალდებულებას დაარღვევენ. მათ მიმართ გატარდება ღონისძიება, დაეკისრება (სავარაუდოდ ადმინისტრაციული) სასამართლო გზით ვალდებულება, გარკვეული პერიოდულობით (დამოკიდებული იქნება მოხმარებული ნარკოტიკის ხასიათზე) წარადგინოს ინფომრაცია სამართალდამცავ ორგაოში და დაადასტუროს, რომ აღარ მოიხმარს ნარკოტიკულ ნივთიერებას. დღევანდელი რეალობაში ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში ნარკოტიკული ნივთიერების განმეორებით მოხმარება ისჯება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით და სანქციის სახით გათვალისწინებულია მინინალური ჯარიმა 1000 ლარი და მაქსიმალური სანქცია თავისუფლების აღკვეთა ერთი წელი. ჩვენი შემოთავაზებული ვარიანტით მეორე შემთხვეაში ვალდებულების დარღვევისას დაეკისრება სისხლის სამართლებრივი ან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და დაევალება სათანადო ექსპერტიზის გავლის შემდგომ თუ ამის საჭიროებაა იძულებითი მკურნალობის გავლა.
მესამე კატეგორია, ნარკომანი, რომელიც დაარღვევს მეორე ვალდებულებას მისი მოქმედება უნდა შეფასდეს, როგორც ქრონიკული დაავადება და დაეკისროს ვალდებულება გაიაროს იძულებითი მკურნალობა. თუ თავს აარიდებს იძულებით მკურნალობას დაეკისროს ვალდებულების შეუსრულებლობისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.
და მეოთხე კატეგორია ნარკომანი, რომელიც არის ქრონიკულად დაავადებული და მისი განკურნება ფაქტობრივად შეუძლებელია. სატანადო ესპერტიზის გავლისშემდეგ მისთვის ხელმისაწვდომი იქნება ნარკოტიკული ნივთიერება, გათავისუფლდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან და სახელმწიფოსგან დოზირებულად მიეცემა ნარკოტიკული ნივთიერება. დღევანდელი მოცემულობით ნარკომანიის იძულებით მკურნალობის ვალდებულების დაკისრება არ ხდება, თუმცა სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლი ითვალისწინებს „სხვა ვალდებულების დაკისრების შესაძლებლობასაც“, რაც შესაძლოა გულისხმობდეს მკურნალობის ვალდებულებასაც. ხოლო, რაც შეეხება ნარკომანიის, როგორც დაავადების აღიარებას და სახელმწიფოსგან დოზირებულად კონტროლირებულად ნარკოტიკული ნივთიერების მიწოდებას ადამიანისათვის, რომელიც ქრონიკული დაავადებით ნარკომანიით არის დაავადებული, ჩვენი სისხლის სამართლებრივი პოლიტიკა საერთოდ არ იცნობს.
არსებული მექანიზმებით შესაძლებელია ნებაყოფლობით მკრუნალობისთვის მიმართოს პირმა და მას სათანადო კომისიური დასკვნის შესაბამისად უტარდება მკურნალობა, თუმცა ეს მექანიზმი არ არის აქტიური და მისი გამოყენება შეზღუდულია. იმ მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში, რომელიც ჩამოვთვალეთ. ნარკოტიკული ნივთიერების მომხმარებლები თავად განახორციელებენ თვით კონტროლს. მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება დამოკიდებული იქნება მათივე მოქმედებაზე. ამ მექანიზმების ამუშავებით შევებრძოლებით არა ნარკოტიკული ნივთიერების მომხმარებლებს არამედ თავად დანაშაულს, ნარკოტიკული ნივთიერების გავრცელებას. რაც მთავარია, საზოგადოების ყველა წევრს, ოჯახის წევრებს, ახლობლებს, დაინტერესებული პირებს ეცოდინებათ, რომ მათი მხრიდან სახელმწიფოსთან ერთად ნარკომანიის გამოვლენის მიზანი არის არა ადამიანის დასჯა, არამედ მისი გამოსწორება. ეცოდინებათ, რომ ამით ისენი ტანჯვას კი არ მიაყებებენ ნარკოტიკული ნივთიერების მომხმარებელს, კრიმინალად კი არ გადააქცევენ მას, არამედ იზრუნებენ მასზე. დაიზოგება ამ დანაშაულის წინააღმდწეგ ბრძოლისთვის გამოყოფილი სახსრები, რაც საშუალებას მისცემ სახელმწიფოს ნარკომანიისგან განკურნების მიზნით უფრო მეტი ადამაინი უზრუნველყოს სამედიცინო მომსახურებით. შემცირდება დანაშაულის სატატისტიკა, როგორც ნაკოტიკული დანაშაულის ასევე, ნარკომანიის გამო ირიბად გამოწვეული სხვა დანაშაულების რიცხვი. საბოლოოდ ნარკომანიასთან ბრძოლაში სახელმწიფოსთან ერთად ჩაერთვება საზოგადოების ფართო ფენა და ნარკოტიკული დანაშაულის საბრძოლველად გამოყოფილი სახსრები გაცილებით ეფექტურად დაიხარჯება.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტი მონტენეგროს პრემიერ-მინისტრს შეხვდა
შემდეგი სტატიაჯონ მაკკეინი საქართველოს უახლოეს მომავალში ეწვევა