ექსკლუზივი: ,,ქართული ლეგიონის,, მეთაურს პენტაგონში ელიან

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში მებრძოლი ,,ქართული ლეგიონი,, და მისი მეთაური მამუკა მამულაშვილი, ყველანაირად ეცადნენ პოლიტიკაში არ ჩართულიყვნენ, ორიოდე თვის წინ, მათ ისეთი პროვოკაცია მოუწყვეს ფრონტის ხაზზე, რომ ლეგიონის ძირითადი შემადგენლობა სრულ განადგურებას ძლივს გადაურჩა. მიუხედავად ამისა,  11-მა ქართველმა მეომარმა ჭრილობები და დაზიანება მიიღო. მხოლოდ ამის შემდეგ გახდა იძულებული  ,,ქართული ლეგიონი,, და მისი მეთაური – ალაპარაკებულიყვნენ უკრაინულ არმიაში არსებულ პრობლემებზე და არმიის ზოგიერთი  ხელმძღვანელის მხრიდან, უცხოელი მებრძოლების მიმართ არაკეთლსინდისიერ დამოკიდებულებაზე, რასაც ლეგიონის მხრიდან უკრაინული ბრიგადის დატოვება მოჰყვა და დღემდე, ის ხახლი, ვინც ჯერ კიდევ რჩება უკრაინაში  ,,ქართული ლეგიონის,, ბაზაზე, ჰაერში არიან გამოკიდებულნი და არსად არ ირიცხებიან… მათი მეთაური მამუკა მამულაშვილი კი, აშშ-ში, სენატისა და კონგრესის დერეფნებში ეძებს უკრაინული ჩიხიდან გამოსავალს.

,,თაიმერთან,, საუბარში მამულაშვილი აცხადებს, რომ უკრაინიდან ვაშინგტონში 4 მარტს ჩავიდა…

– მონაწილეობა მივიღე, აშშ-ში უკრაინის საელჩოში გამართულ კონფერენციაზე, რომელიც უკრაინაში მებრძოლი უცხოელი მეომრების პრობლემებს ეხებოდა. ამის შემდეგ, დღემდე აშშ-ს კონგრესისა და სენატის ბევრ წარმომადგენელს შევხდი… ფეინშტეინს, ჯილიბრენდის, სლოტერის, მალოუნის, კატკოს და სხვებს… დღეს კიდევ 2-ს ვხდები. შეხვედრებზე ვილაპარაკე უკრაინულ არმიაში გამეფებულ კორუფციაზე, უკანონობაზე და უკრაინაში მოღვაწე რუსი ოლიგარქების გავლენაზე პროცესებში. იმ სიტუაციაზე, რომელშიც ლეგიონი ჩაგვაგდეს… ,,ქართული ლეგიონის,, უცხოელი მეომრების, მათ შორის ამერიკელების, წერილები მქონდა ჩამოტანილი, რომელიც სენატორებსა და კონგრესმენებს გადავეცი. ამ წერილებში აღწერილია, თუ როგორ მოექცნენ ,,ქართულ ლეგიონს,, , რა წნეხისა ქვეშ მოგვაქციეს და როგორ ცდილობენ დისკრედიტაციას იმ ადამიანებისა, რომლებიც 3 წელზე მეტი უანგაროდ ვიბრძოდით უკრაინის დამოუკიდებლობისათვის და ბევრი მეგობარი დავკარგეთ ბრძოლს ველზე.

რუს ოლოგარქებს სად გადაეკიდეთ?

-აქეთ გადაგვეკიდა ევგენი კაზმინი და ვაგიფ ალიევი… სწორედ მათი დაკვეთით ხდება ,,ქართული ლეგიონის,, დისკრედიტცია და შევიწროება. ორივე უკრაინაში მოღვაწე მილიარდერია, თუმცა ორივე რუსეთის მოქალაქეა. ალიევს, რომელსაც დიდი სამშენებლო და უძრავი ქონების ბიზნესი აქვს უკრაინაში, იმ ტერიტორიაზე უჭირავს თვალი, რომელზეც ჩვენი ლეგიონის ბაზაა განთავსებული… და ამის გამო დაიწყო ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლა.

– როდის და რა შედეგებით ბრუნდებით უკან?

– ხვალ პენტაგონში მელიან… ამერიკის თავდაცვის უწყებაში მომიწევს სიტყვით გამოსვლა… მერე კი უკან დაბრინებას ვაპირებ. აშშ უკრაინის უმნიშვნელოვანესი პარტნიორია და იმედი მაქვს, ამერიკელები გამოიყენებენ თავიანთ ზეგავლენას, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში არსებული პრობლემები და პირადად ჩვენი პრობლემებიც მოგვარდეს.

-როგორ ფიქრობ უკრაინის ხელისუფლებას რომ აშშ-ში აკრიტიკებ, უკან,  კიევში დაბრუნებაზე პრობლემას ხომ არ შეგიქმნიან?

-გამორიცხული არაფერია, მაგრამ იმედი მაქვს მშვიდობიანად ჩავალ.

ესაუბრა კახაბერ ადამია / ,,თაიმერი,,

 

 

banner
წინა სტატიაშილონდონში პატარკაციშვილის და სხვა 13 უცნაური სიკვდილის გამოძიებას ითხოვენ
შემდეგი სტატია“თავხედური და ურცხვი საქციელია” – ბრიტანეთის შს მინისტრი რუსეთის ყოფილი აგენტის მოწამვლაზე