ექსკლუზივი-პოლიციამ სოფელ ახალ აბსათუმანში 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვა

ზუგდიდის რაიონის სოფელ  ახალ აბსათუმანში გამწმენდი ნაგებობის ტერიტორიაზე, ე.წ. “აჩისნოისთან”, რომელიც ესაზღვრება ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიას, ნაპოვნია 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი.  როგორც სააგენტო “თაიმერისთვის“ გახდა ცნობილი, იგი ეკუთვნის სოფელ ჭკადუაშში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილს.ცხედარი გადასვენებულია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. მას თავის არეში აღენიშნებოდა სისხლი, თუმცა ნატყვიარი არ ჩანდა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ შესაძლოა სიკვდილი გამოწვეული იყოს გულის შეტევის შედეგად. მათთვის, ასევე, უცნობია თუ რას აკეთებდა გარდაცვლილი პიროვნება აღნიშბულ ტერიტორიაზე. 

პიროვნება, რომელიც პოლიციამ სოფელ ახალ  აბასთუმანში იპოვა იდენტიფიცირებულია.  ეს არის აფხაზეთიდან დევნილი გ.ლ რომელიც ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭკადუაში ცხოვრობდა.

როგორც “თაიმერს” შს სამინისტროს პრესამსახურში განუცხადეს, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრს პასუხობს
შემდეგი სტატიადღეს გამთენიისას ალექსი პეტრიაშვილს დამატებითი ოპერაცია დასჭირდა