(ექსკლუზივი) გარემოს დაცვის სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა

„თაიმერის“ ინფორმაციით, გარემოს დაცვის სამინისტროში გარკვეული საკადრო ცვლილებები განხორციელდა. კერძოდ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის უწყების უფროსად ირაკლი გულუა დაინიშნა, იმერეთში, რაჭასა და გურიაში კი იგივე უწყებას ლაშა ხარაბაძე უხელმძღვანელებს.
გარდა ამისა, თანამდებობა შეინარჩუნა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა, ბატიაშვილმა, რომელიც ამ პოზიციაზე რამდენიმე თვეა, მუშაობს.

ასევე, „თამერისთვის“ ცნობილი ხდება, რომ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს, გიგლა აგულაშვილს მალე ახალი პირველი მოადგილე ეყოლება.

banner
წინა სტატიაშიგვარამია “რუსთავი 2”-ის საქმის სასამართლო პროცესის აუდიო-ვიდეო გადაღებას და ტრანსლირებას ითხოვს
შემდეგი სტატია“ივანიშვილი და ,,ოცნება” ყველაფერს გააკეთებენ, რათა ,,რუსთავი2″-ის სარედაქციო პოლიტიკა შეიცვალოს”