ექიმის ინფორმაციით, ალექსი პეტრიაშვილს სავარაუდოდ 3 დღეში გაწერენ

ალექსი პეტრიაშვილი პროკურატურის ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს

ალექსი პეტრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისე კარგად მიდის, რომ შესაძლოა, ის 3 დღეში გაიწეროს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ალექსი პეტრიაშვილის მკურნალმა ექიმმა ავთანდილ იმედაძემ განუცხადა.
ექიმის ინფორმაციით, პეტრიაშვილი ამ დროისთვის უკვე გადაყვანილია პალატაში.
რაც შეეხება ალექსი პეტრიაშვილის დაკითხვას, სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ მიმართვა საავადმყოფოში ამ დრომდე არ შესულა.
“ამჟამად ალექსი პეტრიაშვილის დაკითხვა შესაძლებელია, რადგანაც პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის შესაძლებლობას გვაძლევს. რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, გუშინ და დღეს ექიმებისთვის არ მოუმართავთ დაკითხვის მოთხოვნით. პაციენტი, საბედნიეროდ, კარგად არის, გადაყვანილია პალატაში. ისე კარგად მიდის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ შესაძლოა, 3 დღეში გაიწეროს”, – განაცხადა ავთანდილ იმედაძემ.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილმა ალექსი პეტრიაშვილი მოინახულა
შემდეგი სტატია“მორალურად, შეიძლება ერთ კაცს ჰქონდეს უფლება მიუთითოს ვინმეს დატოვოს პარლამენტი”, – თამაზ მეჭიაური