რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის, პაპუნა ბახტაძის განცხადებით, #22 საჯარო სკოლიდან მიყვანილი ბავშვი უკვე გაწერეა
პაციენტი მშობლებთან ერთად მივიდა კლინიკაში, ის გვერდს იტკიებდა, ჩაუტარდა გამოკვლევები და არანაირი დაზიანება არ აღმოაჩნდა. შესაბამისად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
რუსთავის #22 სკოლაში მოსწავლეებს შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლის დროს ერთ-ერთს ხელი ზურგში ჩაარტყეს, რის შედეგადაც ბავშვს სუნთქვის პრობლემა შეექმნა.